რომან გოცირიძე - პრეზიდენტისადმი მიმართვა, დაინიშნოს რიგგარეშე სხდომა, რათა მოსამართლეებთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისია შეიქმნას, ტესტი იქნება, თუ ვინ არის თვითმარქვია და ვინ - ნამდვილი ოპოზიცია

ოპოზიციონერი დეპუტატის, რომან გოცირიძის განცხადებით, თუ მმართველი გუნდი პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე არ მივა და სხდომა კვორუმის გამო ჩავარდება, „დადასტურდება, რომ მხარს კორუმპირებულ მოსამართლეებს უჭერენ".

მისივე თქმით, დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი ტესტია თავად ოპოზიციისთვისაც. გოცირიძის შეფასებით, თვითმარქვია ოპოზიცია არის როგორც პარლამენტს გარეთ, ასევე პარლამენტში.

„უმრავლესობა როდემდე ჩააგდებს კვორუმს? პარლამენტის სხდომა ხომ უნდა გაიმართოს, პარლამენტის პარალიზება ხომ არ მოხდება?! ამით თავს უხერხულ მდგომარეობაში ჩაიგდებენ და საკითხის კენჭისყრაზე დაყენება მაინც მოუწევთ.

პრეზიდენტისადმი მიმართვა, დაინიშნოს პარლამენტის რიგგარეშე სხდომა, რათა მოსამართლეებთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისია შეიქმნას, ოპოზიციისთვის ტესტი იქნება, თუ ვინ არის თვითმარქვია და ვინ - ნამდვილი ოპოზიცია. ის ვინც დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ხელს არ აუწევს, არის თვითმარქვია ოპოზიცია და საკუთარ თავს ოპოზიციას ნუ უწოდებს. ვითომ ოპოზიციის ჩათვლით პარლამენტში 57 ოპოზიციონერი ვართ. თუ ეს დადგენილება ვერ გავიდა, ტესტი მარტივი იქნება, რომ არსებობს თვითმარქვია ოპოზიცია", - განაცხადა რომან გოცირიძემ.

11 აპრილს პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევის მოთხოვნით ოპოზიციონერი დეპუტატები პრეზიდენტს მიმართავენ.

სალომე ზურაბიშვილთან გაგზავნილ მოთხოვნას 46 დეპუტატი აწერს ხელს.

პარლამენტის რიგგარეშე სხდომის დღის წესრიგის ერთადერთი საკითხი „რეფორმების ჯგუფის" მიერ ინიცირებული დადგენილების პროექტის მიღება იქნება, რომელიც სასამართლოს სისტემაში კორუფციულ და სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებათა შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითვალისწინებს.

პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის გამოსაკვლევი საკითხები უნდა იყოს: სასამართლო სისტემაში მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფის არსებობა, რომელიც უკანონოდ ერევა მართლმსაჯულების განხორციელებასა და მოსამართლეთა შერჩევა-დაწინაურებაში, მოსამართლეებზე უკანონო ზემოქმედების, კორუფციისა და ნეპოტიზმის სავარაუდო ფაქტები.

ბუნდესტაგის წევრი რობინ ვაგენერი - ჩვენ არ გვსურს საქართველოს მოსახლეობის დასჯა, თუმცა ცხადად ვაცხადებთ, რომ ამ კურსით არ იქნება ევროკავშირში გაწევრიანება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.10.2024
ვახტანგ ძაბირაძე - თუ  არჩევნების შემდეგ რუსეთს საქართველოში სიტუაციის არევა აწყობს, იგი ამის გაკეთებას შეეცდება, მას ამისთვის სამხედრო ძალის შემოყვანა არ დასჭირდება, აქ მეხუთე კოლონა საკმაოდ ძლიერი ჰყავს
„ბიბლუსში“ გიორგი კეკელიძის წიგნის „დედა და ილია“ საჯარო წარდგენა გაიმართება
Samsung-ის ფესტივალი დაიწყო - განაახლე ტექნიკა საუკეთესო შეთავაზებით
თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზნესისთვის, რომელიც დროს და რესურსებს დაგიზოგავს
„სილქ დეველოპმენტი“ ბათუმის შუაგულში ახალ პროექტს აანონსებს
„ბანკი ქართუს“ მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - ბოლნისში თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო გაიხსნა
კოლიერსის გუნდის შეფასება და ლოპოტა სპა რეზორტის  ახალი ეტაპი