ნინო ქადაგიძე - დადგა ის ეტაპი, როცა მთავრობა უნდა ჩაერიოს რიგ საკითხებში - შეიძლება იქნას შემუშავებული სწორ ხედვებზე დაფუძნებული ნორმატიული ჩარჩო, რომელიც გამორიცხავს სასამართლოში რაიმე ფორმით ჩარევას

დადგა ის ეტაპი, როცა მთავრობა უნდა ჩაერიოს რიგ საკითხებში. ყოველ შემთხვევაში ვთვლი, რომ გარკვეულ სწორ ხედვებზე დაფუძნებული ნორმატიული ჩარჩო შეიძლება იქნას შემუშავებული, რაზეც ჩვენ პრემიერსაც ვესაუბრეთ, რომელიც ფაქტობრივად, გამორიცხავს სასამართლოში რაიმე ფორმით ჩარევას და მინიმუმამდე დაიყვანს სასამართლოში პოლიტიკის გავლენას, - ამის შესახებ უზენაესი სასამართლოს და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ნინო ქადაგიძემ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისივე განცხადებით, შეცდომა შეიძლება ყველას მოუვიდეს, თუმცა ის იტოვებს იმედს, რომ შესაბამისი თანამდებობის ან უწყებების მხრიდან მოსამართლეების დასანქცირების საკითხი გადაიხედება.

„ძალიან სამწუხაროა, რომ მაღალმა პოლიტიკურმა ვნებებმა და არის ამის მცდელობა, გადმოინაცვლოს სასამართლოში. სხვანაირად ჩემთვის წარმოუდგენელია ის უპრეცედენტო და გაუგონარი გადაწყვეტილება, რაც მიღებული იქნა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მიერ სამი მოქმედი უვადო მოსამართლის და ერთი ყოფილი მოსამართლის დასანქცირების თაობაზე. სასამართლო წლების განმავლობაში იდგა არა ერთი გამოწვევის წინაშე, მაგრამ მე მინდა ხმამაღლა ვთქვა, რომ არც ერთხელ, არც ერთ ეტაპზე ისეთი რეალური, ნამდვილი და ხელშესახები მიღწევა არ ყოფილა, როგორიც იყო კორუფციისგან თავისუფალი სასამართლო სისტემა. შესაბამისად, მე ვერ მივიღებ ვერც ერთ განცხადებას სასამართლოში კორუფციის არსებობაზე. პირადად ჩემი თხოვნის მიუხედავად, მე არ მომეწოდა არა თუ დასაბუთებული მტკიცებულებები, არამედ ვარაუდიც კი და მინიშნებები, თუ რა გახდა ჩემი კოლეგების კორუფციაში დადანაშაულების საფუძველი, ამიტომ მე მათ სრულ თანადგომას ვუცხადებ.

მე, როგორც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ვიქნები მათი და თითოეული ჩემი და ჩვენი მოსამართლის ხელშეუხებლობის და თავისუფლების გარანტორი. მიუხედავად სახელმწიფოსთვის განსაზღვრული 12 რეკომენდაციისა, რომლიდანაც ერთ-ერთი არის სასამართლო სისტემა, ამის მიღმაც კი ქართული მართლმსაჯულება ყველა მოცემულობით, ყველა ასპექტში, ყველა პარამეტრით წინ უსწრებს არა ერთ ჩვენს მეზობელ და მეგობარ ქვეყანას. შესაბამისად, ჩემთვის ცოტა მძიმე განცდები ჩნდება იმასთან დაკავშირებით, რომ ეს ინფორმაცია არ იქნეს გამოყენებული ჩვენი ქვეყნისთვის ევროინტეგრაციისკენ მიმავალ რთულ და ძალიან ღირებულ, მნიშვნელოვან გზაზე. მე ჩვენს პარტნიორებთან და მეგობრებთან ყოველთვის ვინარჩუნებდი განსაკუთრებულ დამოკიდებულებას, ყოველთვის ვიყავი მოზომილი მათთან ურთიერთობაში. ვფიქრობ, რომ დღეს დადგა ის მომენტი, როდესაც მე ვითხოვ უკუგებას მათგან, ამიტომ შეცდომა შეიძლება ყველას მოუვიდეს, თუმცა ვთვლი, რომ შეცდომის აღიარება ეს არის მხოლოდ ძლიერის თვისება და აქედან გამომდინარე, მე ვიტოვებ ძალიან დიდ იმედს, რომ შესაბამისი თანამდებობის, ან უწყებების მხრიდან ეს საკითხი აუცილებლად გადაიხედება. დამატებით ჩვენ ჩავთვალეთ საჭიროდ, რომ დადგა ის ეტაპი, როცა მთავრობა უნდა ჩაერიოს რიგ საკითხებში. ყოველ შემთხვევაში ვთვლი, რომ გარკვეულ სწორ ხედვებზე დაფუძნებული ნორმატიული ჩარჩო შეიძლება იქნას შემუშავებული, რაზეც ჩვენ პრემიერსაც ვესაუბრეთ, რომელიც ფაქტობრივად, გამორიცხავს სასამართლოში რაიმე ფორმით ჩარევას და მინიმუმამდე დაიყვანს სასამართლოში პოლიტიკის გავლენას“, - განაცხადა ნინო ქადაგიძემ.

ბუნდესტაგის წევრი რობინ ვაგენერი - ჩვენ არ გვსურს საქართველოს მოსახლეობის დასჯა, თუმცა ცხადად ვაცხადებთ, რომ ამ კურსით არ იქნება ევროკავშირში გაწევრიანება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.10.2024
ვახტანგ ძაბირაძე - თუ  არჩევნების შემდეგ რუსეთს საქართველოში სიტუაციის არევა აწყობს, იგი ამის გაკეთებას შეეცდება, მას ამისთვის სამხედრო ძალის შემოყვანა არ დასჭირდება, აქ მეხუთე კოლონა საკმაოდ ძლიერი ჰყავს
„ბიბლუსში“ გიორგი კეკელიძის წიგნის „დედა და ილია“ საჯარო წარდგენა გაიმართება
Samsung-ის ფესტივალი დაიწყო - განაახლე ტექნიკა საუკეთესო შეთავაზებით
თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზნესისთვის, რომელიც დროს და რესურსებს დაგიზოგავს
„სილქ დეველოპმენტი“ ბათუმის შუაგულში ახალ პროექტს აანონსებს
„ბანკი ქართუს“ მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - ბოლნისში თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო გაიხსნა
კოლიერსის გუნდის შეფასება და ლოპოტა სპა რეზორტის  ახალი ეტაპი