ირაკლი კუპრაძე - ლევან ხაბეიშვილს ურჩევნია, საკუთარ მხარდამჭერებს აუხსნას, საერთოდ იყო თუ არა წარმატებული გუშინდელი აქცია

ლევან ხაბეიშვილს ურჩევნია, საკუთარ მხარდამჭერებს აუხსნას, საერთოდ იყო თუ არა წარმატებული ეს აქცია, ნაცვლად იმისა, რომ ოპოზიციაში ეძებოს თვითმარქვია ოპოზიციონერები, რომელიც ისედაც ვიცით, ვინც არიან, - ამის შესახებ „ლელოს“გენერალურმა მდივანმა ირაკლი კუპრაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის განცხადების საპასუხოდ აღნიშნა, რომლის მიხედვითაც, ის თვითმარქვია ოპოზიციის გამორკვევასთან გეგმავს.

როგორც კუპრაძე ამბობს, ერთ-ერთი მკაფიო და მძაფრი ოპოზიციური პარტია „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ, არის „ლელო“.

„ლევან ხაბეიშვილს ურჩევნია, რომ საკუთარ მომხრეებს, მხარდამჭერებს მარტივად აუხსნას, იყო თუ არა წარმატებული საერთოდ, გუშინდელი აქცია, რა მიზანს ემსახურებოდა და ამ მიზნის რაიმე პროცენტული მაჩვენებელი შესრულდა თუ არა, ნაცვლად იმისა, რომ ოპოზიციაში ეძებოს თვითმარქვია ოპოზიციონერები, რომელიც ისედაც ვიცით, ვინც არიან. ჩვენ ვართ ერთ-ერთი მკაფიო და მძაფრი ოპოზიციური პარტია „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ, რომლის ლიდერებსაც პოლიტიზირებული სასამართლო და პროკურატურა დევნის. თვითმარქვია ოპოზიციაზე როცა ვსაუბრობთ, მე ვგულისხმობ იმ საპარლამენტო პარტიებს, რომლებიც„ქართულ ოცნებას“ ემსახურებიან და ეხმარებიან უამრავი საკანონმდებლო ინიციატივის გატანაში. ამის მიღმა ოპოზიციურ პარტიებში რაღაც ახალი განტევების ვაცის ძებნა მაშინ, როცა „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაანონსებული პროცესები არც თუ ისე წარმატებით მიმდინარეობს, მგონია, რომ უბრალოდ, ყურადღების გადატანაა სხვა მიმართულებით. „ლელოსთვის“ ამ აქციის ამოცანები და მიზნები დაანონსების დღიდანვე გაურკვეველი და ბუნდოვანი იყო, შესაბამისად ვთქვით, რომ არ ვმონაწილეობდით ამ პროცესში და როგორც გამოჩნდა, „ლელოს“ პოზიცია ამ შემთხვევაშიც მართებული ხაზი იყო“, - აცხადებს ირაკლი კუპრაძე.

თენგიზ ფხალაძე - რეზოლუციის აღსრულების ვადებთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება არჩევნების შედეგად იქნება მიღებული, თუმცა, შესაძლოა, „ოცნების“ რომელიმე ნაბიჯმა პროვოცირება გაუკეთოს გადაწყვეტილებების იმაზე ადრე მიღებას, ვიდრე იგეგმება
სერგი კაპანაძე - „ქართული ოცნების“ მიმართ ევროპაში დამოკიდებულება აღარ შეიცვლება და ახლა ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ, გვინდა თუ არა ისეთი ხელისუფლება, რომელიც ქვეყანას იზოლაციისკენ მიაქანებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.10.2024
წინანდლის მამულში „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმი წარმატებით ჩატარდა
Gebrüder Weiss-ი თბილისში არსებულ ლოგისტიკურ ცენტრს აფართოებს
ახალი მედიკამენტების კვლევა და განვითარება GM PHARMA-ში
კახა ოქრიაშვილი - მთავრობამ საერთოდ ხელი რომ არ გაანძრიოს, ჩვენი ეკონომიკური ზრდა 14-17%-მდე მაინც უნდა იყოს, რადგან ეს ემიგრანტების მიერ ჩამორიცხული ფულია - ისინი კი ახერხებენ, რომ ზრდა თითქმის ორჯერ ნაკლებია
„ვენდისის“ ქართული რესტორნის მენეჯერი „ვენდისის“ საერთაშორისო კონვენციაზე მსოფლიოს 5 საუკეთესო მენეჯერთა შორის აღიარეს
დაბა აგარაში მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის კონცერტი გაიმართა
ყოველწლიური საქველმოქმედო გარბენი დაჭრილ მებრძოლთა მხარდასაჭერად
განათლების მინისტრი ალექსანდრე წულაძე თბილისის 211-ე და 215-ე საჯარო სკოლებს ეწვია
ავტოინდუსტრიის წამყვანი კომპანიების წარმომადგენლები „სოკარის“ ნავთობბაზას სტუმრობდნენ