„გირჩის“ დეპუტატის, იაგო ხვიჩიას შეფასებით, ახალი „თავდაცვის კოდექსის“ მიღებას საარჩევნო მიზანი აქვს.
მისივე მტკიცებით, „ქართულ ოცნება“ რეალური თავდაცვის რეფორმის განხორციელებისთვის მზად არ არის.
„წინასაარჩევნოდ ხმების მობილიზებისთვის სხვადასხვა კატეგორიის ადამიანების აღრიცხვა მიდის, თუ ვინ არის წვევამდელი, ვის ჰყავს ოჯახში პატიმარი და ასე შემდეგ, რათა მათ ინდივიდუალურად მიუდგნენ და უთხრან, რომ იცით, თქვენ ჯარში არ წაგიყვანთ, თუ ხმას „ქოცებს“ მისცემ, მაგრამ ჯარში იძულებით წაგიყვან, თუ ოპოზიციის აქტივისტი ან მხარდამჭერი იქნება. ეს არის კანონში დაგეგმილი ცვლილებების მიზანი. ყველას ესმის, რომ „თავდაცვის კოდექსის“ მიზანი არც რეფორმაა და არც ჩვენი ჯარი გახდება უფრო უკეთესი“, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
ხვიჩიას თქმით, ჯარი ნებაყოფლობითი უნდა იყოს და „ჯარისკაცი გახდეს ადამიანი, ვისაც ჯარისკაცობა უნდა და არა ის, ვისაც ჯარში იძულებით წაიყვანენ და დეზერტირობაზე ოცნებობენ“.
ცნობისთვის, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტში „თავდაცვის კოდექსის“ პროექტის მუხლობრივი განხილვა მიმდინარეობს.