დავით დარჩიაშვილი - „ქართულ ოცნებაში“ ვა-ბანკზე მიდიან, რათა არსებითად დიქტატურა დაამყარონ და ამით გაიტანონ თავი - საერთაშორისო დინება რომ სხვაგან მიდის და საქართველო მთვარეზე არ არის, ამაზე ვერ ფიქრობენ

დარწმუნებული ვარ, ვაშინგტონიდან ძალიან ბევრი ზრდილობიანი, დიპლომატიური განცხადება იქნებოდა, რომ სასამართლოს მიხედეთ, იუსტიციის საბჭოში შეცვალეთ დაკომპლექტების და გადაწყვეტილებების მიღების წესი, არ იჩქაროთ ახალი მოსამართლეების დანიშვნა.

[ქართულ ოცნებას] ამ პატარა ნაბიჯების გადადგმაც არ უნდოდა, - ამის შესახებ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა დავით დარჩიაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა.

მისი თქმით, „ქართული ოცნება“ ძალაუფლების შენარჩუნებას ცდილობს.

„ქართულ ოცნებას“ აქვს ინსტინქტური, მოკლევადიანი პოლიტიკა. ყველაფერი იმის ირგვლივ ტრიალებს, რომ შეინარჩუნონ ძალაუფლება, შეინარჩუნონ როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური ბერკეტები. მათ ის უნდათ, რაც დღეს აქვთ. თავისი აგარაკებით, მანქანებით, პრივილეგიებით, თავისი „კლიენტელით“, რომელიც მათ ემორჩილება, როცა უნდათ გამოიყენებენ, ხან კარტოფილს მიუტანენ, ხან სამსახურს უშოვიან. სისტემა რომ შეინარჩუნონ, ეს არის მათთვის მთავარი.

ძველი დრო მიდის და იმ ძველ დროს მიჰყვებიან. ახალ დროებას, რომ ფეხი აუწყონ არ შეუძლიათ. ახალი დროება ის იქნებოდა, რომ როცა ამხელა კაცი, როგორიც შარლ მიშელია ჩამოდის და მზად არის ბევრი რაღაც შეგინდოს, დაივიწყოს, შენს ხელისუფლებაში ყოფნას მხარი დაუჭიროს, ოღონდ გარკვეული რეფორმების შემთხვევაში, იმაზეც არ მიდიხარ. დარწმუნებული ვარ, ვაშინგტონიდან ძალიან ბევრი ზრდილობიანი, დიპლომატიური განცხადება იქნებოდა, რომ სასამართლოს მიხედეთ, იუსტიციის საბჭოში შეცვალეთ დაკომპლექტების და გადაწყვეტილებების მიღების წესი, არ იჩქაროთ ახალი მოსამართლეების დანიშვნა. [ქართულ ოცნებას] ამ პატარა ნაბიჯების გადადგმაც არ უნდოდა. მათ იცოდნენ, რომ თუ ამ ნაბიჯებს გადადგამდნენ, შემდეგ საარჩევნო სისტემაში შესაბამის ცვლილებებს განახორციელებდნენ და შეიძლება, მარტივად ვეღარ გაიმარჯვონ არჩევნებში და ეს იმდენად არ უნდათ, რომ ვა-ბანკზე მიდიან, რისკზე მიდიან, რომ ყველაფერი დაანგრიონ, არსებითად დიქტატურა დაამყარონ და ამით გაიტანონ თავი. ჰგონიათ, რომ აქ თუ დათრგუნეს ხაბეიშვილი, ან ხაზარაძე, ან სხვა ამით იწყება და მთავრდება ისტორია, მაგრამ საერთაშორისო დინება, რომ სხვაგან მიდის და რომ საქართველო მთვარეზე არ არსებობს, არამედ საერთაშორისო გლობალურ სივრცეშია ჩართული, ამაზე ვერ ფიქრობენ, მიდიან და ალიევთან კარტოფილებს ათვალიერებენ და ჰგონიათ, რომ ახალი პატრონი იპოვეს“, - განაცხადა დავით დარჩიაშვილმა.

ბუნდესტაგის წევრი რობინ ვაგენერი - ჩვენ არ გვსურს საქართველოს მოსახლეობის დასჯა, თუმცა ცხადად ვაცხადებთ, რომ ამ კურსით არ იქნება ევროკავშირში გაწევრიანება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.10.2024
ვახტანგ ძაბირაძე - თუ  არჩევნების შემდეგ რუსეთს საქართველოში სიტუაციის არევა აწყობს, იგი ამის გაკეთებას შეეცდება, მას ამისთვის სამხედრო ძალის შემოყვანა არ დასჭირდება, აქ მეხუთე კოლონა საკმაოდ ძლიერი ჰყავს
„ბიბლუსში“ გიორგი კეკელიძის წიგნის „დედა და ილია“ საჯარო წარდგენა გაიმართება
Samsung-ის ფესტივალი დაიწყო - განაახლე ტექნიკა საუკეთესო შეთავაზებით
თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზნესისთვის, რომელიც დროს და რესურსებს დაგიზოგავს
„სილქ დეველოპმენტი“ ბათუმის შუაგულში ახალ პროექტს აანონსებს
„ბანკი ქართუს“ მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - ბოლნისში თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო გაიხსნა
კოლიერსის გუნდის შეფასება და ლოპოტა სპა რეზორტის  ახალი ეტაპი