შალვა პაპუაშვილმა საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენელთან, ხასან ხალილთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, შალვა პაპუაშვილმა მადლობა გადაუხადა ხასან ხალილსა და მის გუნდს საქართველოს მხარდაჭერისა და ბავშვთა უფლებათა საკითხებზე გაწეული საქმიანობისთვის.

ხასან ხალილმა დადებითად შეაფასა გაეროს ბავშვთა ფონდის მრავალწლიანი თანამშრომლობა საქართველოს პარლამენტთან. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ პარლამენტის მიერ მიღებული „ბავშვის უფლებათა“ კოდექსი ძალიან დიდი მიღწევაა და ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია ბავშვის უფლებათა დაცვის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს ჩართულობა აღნიშნული კოდექსის განხორციელების ზედამხედველობაში.

შალვა პაპუაშვილმა წარმატება უსურვა ხასან ხალილს მის შემდგომ საქმიანობაში და UNICEF-თან თანამშრომლობის გაგრძელების მზაობა გამოთქვა.

ვახუშტი მენაბდე - ამ ეტაპზე „ქართული ოცნების“ მთავარი ამოცანა არა პრეზიდენტის დაზიანება და მისთვის იმპიჩმენტის გამოცხადება, არამედ 26 ოქტომბრისთვის ამომრჩევლის მაქსიმალურად მობილიზებაა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.10.2024
იან კელი - აშშ-ს პრეზიდენტის მიღებაზე მიწვევას არ ვუუქმებთ მთავრობებს, რომლებსაც მეგობრად ვთვლით
2024 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელია ნათია უჩავა
როგორ დავიფინანსოთ სწავლა - უპრეცედენტო შეთავაზება სტუდენტებს
ქართულ მედია სივრცეში ახალი ონლაინ გამოცემა Urban Media გამოჩნდა