ლევან ხაბეიშვილი - ზოგს სალაპარაკო მისცემია, ზოგი ისევ "ექსპერტობს", ზოგი მხართეძოზე წამოწოლილი წამომდგარა, ვიღაცები „ქოცების“ მესიჯებზე სხდებიან - „ძაღლი ყეფს ქარავანი მიქრის“

კრემლიდან მართულმა ღარიბაშვილმა აბსოლუტურად რუსულ სტილში დაიცვა კორუმპირებული სასამართლო კლანი, რითაც კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა, რომ საქართველოში არ არსებობს მართლმსაჯულება , - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

ამასთან, როგორც ის განმარტავს, მათი პარტია მზად არის, ყველასთან ითანამშრომლოს, ვინც გადაწყვეტს, რომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მთავარი პრიორიტეტია.

„რეალური პრობლემა, ამ ქვეყნის მთავარი რუსული საფრთხე ჯერ კიდევ ხელისუფლებაშია მოკალათებული და გუშინდელი ჩვენი, ხალხის მოთხოვნის პარალელურად, დღეს კრემლიდან მართულმა ღარიბაშვილმა აბსოლუტურად რუსულ სტილში დაიცვა კორუმპირებული სასამართლო კლანი, რითაც კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა, რომ საქართველოში არ არსებობს მართლმსაჯულება! რეალურად არსებობს ბიძინა ივანიშვილის ჯიხური - სახელად სასამართლო. ამერიკის შეერთებული შტატების, ჩვენი ევროპელი პარტნიორების მოწოდების მიუხედავად, „რუსული ოცნება“ აგრძელებს ჩვენი ქვეყნის რუსეთიზაციას და ყველა ახალი განცხადება ფაქტობრივად ანტისახელმწიფოებრივ და ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგოს წარმოადგენს. უმნიშვნელოვანესია, კარგად გაიაზროს აბსოლუტურად ყველამ ჩვენი ქვეყნის მთავარი საფრთხე და რეალური შრომა, ენერგია მიემართოს ბიძინა ივანიშვილის და მისი რეჟიმის წინააღმდეგ. უკიდურესად სამწუხაროდ გამოიყურება ყველა დაკარგული დრო, ენერგია, რომელიც არ მიემართება რეჟიმის წინააარმდეგ და მეტიც, რეალურად არის სასარგებლო და ხელის წამშველებელი რუსი ოლიგარქისთვის.

ზოგს სალაპარაკო მისცემია, ზოგი ისევ "ექსპერტობს", ზოგს თავი შეფასების, მონიტორინგის სამსახურში ჰგონია, ზოგი მხართეძოზე წამოწოლილი წამომდგარა... ვიღაცები პირდაპირ „ქოცების“, „რუსული ოცნების“ მესიჯებზე სხდებიან. თავად რომ არ მოძრაობენ, არ მოქმედებენ, არ იბრძვიან, არ მუშაობენ ამ ფორმით ცდილობენ გამოჩნდნენ სატელევიზიო სივრცეში. „ძაღლი ჰყეფს ქარავანი მიქრის“ - მათი არჩევანი და ნებაა.

რეალურად „ნაციონალური მოძრაობა“ არის მზად სათანამშრომლოდ ყველასთან, ვინც გადაწყვეტს, რომ მთავარი პრიორიტეტი არის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი და „რუსული ოცნების“ დასრულება - აბსოლუტურად უპირობოდ ვიბრძოლებთ ამ პრიორიტეტების ფარგლებში ხალხთან და სხვადასხვა საზოგადოებრივ ჯგუფებთან ერთად.

ამასობაში, „რუსული ოცნება“, რუსული პროპაგანდისტული, სამთავრობო არხებით თავს ესხმის 9 აპრილის აქციას. მსურს, ჩვენს ათასობით თანამოქალაქეს გადავუხადო მადლობა, ვინც გუშინ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ბრძოლის შეწყვეტას არ ვაპირებთ ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის უზრუნველსაყოფად“, - აცხადებს ხაბეიშვილი.

ვახუშტი მენაბდე - ამ ეტაპზე „ქართული ოცნების“ მთავარი ამოცანა არა პრეზიდენტის დაზიანება და მისთვის იმპიჩმენტის გამოცხადება, არამედ 26 ოქტომბრისთვის ამომრჩევლის მაქსიმალურად მობილიზებაა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.10.2024
იან კელი - აშშ-ს პრეზიდენტის მიღებაზე მიწვევას არ ვუუქმებთ მთავრობებს, რომლებსაც მეგობრად ვთვლით
2024 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელია ნათია უჩავა
როგორ დავიფინანსოთ სწავლა - უპრეცედენტო შეთავაზება სტუდენტებს
ქართულ მედია სივრცეში ახალი ონლაინ გამოცემა Urban Media გამოჩნდა