არჩილ თალაკვაძე - თუ პრეზიდენტი რიგგარეშე სხდომას დანიშნავს, კონსტიტუციას არ დავარღვევთ - სად გინახავთ, რომ ის, ვინც რიგით სხდომებს არ ესწრება, რიგგარეშე სხდომით იმუქრებოდეს?

თუ პრეზიდენტი პარლამენტის რიგგარეშე სხდომას დანიშნავს, რა თქმა უნდა, პარლამენტი კონსტიტუციას არ დაარღვევს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ განუცხადა.

თალაკვაძე მიიჩნევს, რომ რიგგარეშე სხდომის მოწვევა რადიკალური ოპოზიციის თამაშია.

„სად გინახავთ, რომ ის, ვინც რიგით სხდომებს არ ესწრება, რიგგარეშე სხდომით იმუქრებოდეს? ჩვენ სხდომის ჩატარების პრობლემა არასდროს გვაქვს. კანონისა და კონსტიტუციის თანახმად, რა გადაწყვეტილებაც იქნება მიღებული, პარლამენტი კანონისა და რეგლამენტის სრული დაცვით იმოქმედებს“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ინფორმაციისთვის, 11 აპრილს პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევის მოთხოვნით ოპოზიციონერმა დეპუტატებმა პრეზიდენტს მიმართეს.

სალომე ზურაბიშვილთან გაგზავნილ მოთხოვნას 46 დეპუტატი აწერს ხელს.

პარლამენტის რიგგარეშე სხდომის დღის წესრიგის ერთადერთი საკითხი „რეფორმების ჯგუფის" მიერ ინიცირებული დადგენილების პროექტის მიღება იქნება, რომელიც სასამართლოს სისტემაში კორუფციულ და სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებათა შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითვალისწინებს.

პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის გამოსაკვლევი საკითხები უნდა იყოს: სასამართლო სისტემაში მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფის არსებობა, რომელიც უკანონოდ ერევა მართლმსაჯულების განხორციელებასა და მოსამართლეთა შერჩევა-დაწინაურებაში, მოსამართლეებზე უკანონო ზემოქმედების, კორუფციისა და ნეპოტიზმის სავარაუდო ფაქტები.

ანდრო  გოცირიძე - დასავლური მხარდაჭერის გარეშე საქართველოს სახელმწიფოს არსებობას სერიოზული საფრთხეები ემუქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.10.2024
იან კელი - აშშ-ს პრეზიდენტის მიღებაზე მიწვევას არ ვუუქმებთ მთავრობებს, რომლებსაც მეგობრად ვთვლით
2024 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელია ნათია უჩავა
4 და 5 ოქტომბერს წინანდლის მამული „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმს უმასპინძლებს
„მაკდონალდს საქართველოს“ უახლესი ეკო სტანდარტებით აღჭურვილი ორი ახალი რესტორანი შეემატა
საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერთა ასოციაციისა და კომპანია მონაცემთა დაცვის ოფიცრის დამფუძნებლებმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო კონგრესში მიიღეს მონაწილეობა
როგორ დავიფინანსოთ სწავლა - უპრეცედენტო შეთავაზება სტუდენტებს
ქართულ მედია სივრცეში ახალი ონლაინ გამოცემა Urban Media გამოჩნდა