ირაკლი ზარქუა - არავის მივცემთ საშუალებას, ზეგავლენა იქონიოს ჩვენს სასამართლო სისტემაზე იმიტომ, რომ ის არის ერთ-ერთი ქვაკუთხედი ჩვენი ხვალინდელი განვითარებული და ღირსეული სახელმწიფოსი

ასე არ იქცევიან პარტნიორები და ჩვენ ვითხოვთ მეტ გამჭვირვალობას, მეტ არგუმენტაციას. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩავთვლი, რომ ეს იყო პირდაპირი მცდელობა, რომ ზეგავლენა მოგეხდინათ სასამართლო ხელისუფლებაზე, ხელში ჩაგეგდოთ და ამით მართოთ ქვეყანა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ აშშ-ის მიერ მოსამართლეებისთვის სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, არგუმენტების გარეშე „ეს არის შეტევა ჩვენს სახელმწიფოებრიობაზე, სასამართლო ხელისუფლებაზე.“

ზარქუას განცხადებით, საერთაშორისო ორგანიზაციის შეფასებით, რეიტინგში კანონის უზენაესობით ქართული მართლმსაჯულება უსწრებს ევროკავშირის რიგ სახელმწიფოებს.

„ქართველებმა თავისუფლების გემო ვიცით, ამისთვის ბევრი სისხლი დავღვარეთ. ამ სასამართლო სისტემამ ბევრი ქარტეხილი გამოიარა და დღეს გვაქვს ისეთი, როგორიც გვაქვს, სადაც მათ შორის, საერთაშორისო ორგანიზაციის შეფასებით, რეიტინგში კანონის უზენაესობით ქართული მართლმსაჯულება და კანონის უზენაესობა უსწრებს ევროკავშირის რიგ სახელმწიფოებს. კანდიდატ წევრებთან არც მაქვს შედარების სურვილი იმიტომ, რომ ძალიან ბევრით ვუსწრებთ. ევროკავშირის მოქმედ წევრებს, სახელმწიფოების სასამართლო სისტემებს ვუსწრებთ და თქვენ ამ დროს გამოდიხართ და პირდაპირ კორუმპირებულის სტატუსს ადებთ და ისიც არ გინდათ, რომ არგუმენტები მოაყოლოთ. ეს საქართველოა, ჩვენ ვიცით სტუმარიც, მოყვარეც, პარტნიორიც, მაგრამ არავის მივცემთ საშუალებას, ზეგავლენა იქონიოს ჩვენს სასამართლო სისტემაზე იმიტომ, რომ ის არის ერთ-ერთი ქვაკუთხედი ჩვენი ხვალინდელი განვითარებული და ღირსეული სახელმწიფოსი“, - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

ანდრო  გოცირიძე - დასავლური მხარდაჭერის გარეშე საქართველოს სახელმწიფოს არსებობას სერიოზული საფრთხეები ემუქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.10.2024
იან კელი - აშშ-ს პრეზიდენტის მიღებაზე მიწვევას არ ვუუქმებთ მთავრობებს, რომლებსაც მეგობრად ვთვლით
2024 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელია ნათია უჩავა
4 და 5 ოქტომბერს წინანდლის მამული „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმს უმასპინძლებს
„მაკდონალდს საქართველოს“ უახლესი ეკო სტანდარტებით აღჭურვილი ორი ახალი რესტორანი შეემატა
საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერთა ასოციაციისა და კომპანია მონაცემთა დაცვის ოფიცრის დამფუძნებლებმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო კონგრესში მიიღეს მონაწილეობა
როგორ დავიფინანსოთ სწავლა - უპრეცედენტო შეთავაზება სტუდენტებს
ქართულ მედია სივრცეში ახალი ონლაინ გამოცემა Urban Media გამოჩნდა