ანა დოლიძე - სალომე ზურაბიშვილმა მიხეილ ჩინჩალაძეს „ღირსების ორდენი“ უნდა ჩამოართვას

პარტია „ხალხისთვის“’ ლიდერი, ანა დოლიძე ინიციატივით გამოდის და სალომე ზურაბიშვილს მოუწოდებს, სანქცირებულ მოსამართლეს, მიხეილ ჩინჩალაძეს „ღირსების ორდენი“ ჩამოართვას.

ანა დოლიძის თქმით, დროა პრეზიდენტის „ღირსების“ ორდენს ნამდვილი ღირსება შევძინოთ.

„მისასალმებელია, როდესაც ჩვენი გადასახადები ქვეყნისთვის დადებითი მაგალითების შექმნასა და აღიარებაში იხარჯება. ამავე დროს, დროა პრეზიდენტის „ღირსების“ ორდენს ნამდვილი ღირსება შევძინოთ. სანქცირებულ მოსამართლეს, მიხეილ ჩინჩალაძეს 2005 წელს მიღებული აქვს „ღირსების ორდენი“. ვფიქრობ, ზუსტად ახლა, სალომე ზურაბიშვილმა მას ეს ორდენი უნდა ჩამოართვას. ჯილდოს ჩამორთმევის პრეცედენტი არსებობს, ეს სწორედ სალომე ზურაბიშვილს აქვს გაკეთებული და კანონიც იძლევა ასეთ საშუალებას „შეურაცხმყოფელი საქციელისთვის“, - წერს ანა დოლიძე „ფეისბუქზე“.

ბუნდესტაგის წევრი რობინ ვაგენერი - ჩვენ არ გვსურს საქართველოს მოსახლეობის დასჯა, თუმცა ცხადად ვაცხადებთ, რომ ამ კურსით არ იქნება ევროკავშირში გაწევრიანება
ქართული პრესის მიმოხილვა 14.10.2024
ვახტანგ ძაბირაძე - თუ  არჩევნების შემდეგ რუსეთს საქართველოში სიტუაციის არევა აწყობს, იგი ამის გაკეთებას შეეცდება, მას ამისთვის სამხედრო ძალის შემოყვანა არ დასჭირდება, აქ მეხუთე კოლონა საკმაოდ ძლიერი ჰყავს
„ბიბლუსში“ გიორგი კეკელიძის წიგნის „დედა და ილია“ საჯარო წარდგენა გაიმართება
Samsung-ის ფესტივალი დაიწყო - განაახლე ტექნიკა საუკეთესო შეთავაზებით
თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზნესისთვის, რომელიც დროს და რესურსებს დაგიზოგავს
„სილქ დეველოპმენტი“ ბათუმის შუაგულში ახალ პროექტს აანონსებს
„ბანკი ქართუს“ მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - ბოლნისში თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო გაიხსნა
კოლიერსის გუნდის შეფასება და ლოპოტა სპა რეზორტის  ახალი ეტაპი