ჩრდილოეთ მაკედონიის საგარეო საქმეთა მინისტრი - ჩვენ გვაქვს მიზანი მშვიდობიანი, ყოვლისმომცველი გზით მოგვარდეს კონფლიქტები, რომლებიც თქვენს ქვეყანაშია

ჩემი, როგორც ეუთოს თავმჯდომარე ქვეყნის მიზანია, გაძლიერდეს თანამშრომლობა, მხარი დაუჭირო მშვიდობას და სტაბილურობას ამ რთულ პერიოდში,- ამის შესახებ ჩრდილოეთ მაკედონიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ბუიარ ოსმანმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ, ილია დარჩიაშვილთან შეხვედრის შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ეუთოს თავმჯდომარე ქვეყნის რანგში, საქართველოში მისი პირველი ოფიციალური ვიზიტია.

"ჩემი პირველი ვიზიტია საქართველოში, როგორც ეუთო-ს თავმჯდომარე ქვეყნის. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საშუალება გვაქვს განვიხილოთ თანამშრომლობის საკითხები, რასაც ეუთო საქართველოში ახორციელებს, ასევე საქართველოს თანამშრომლობა ეუთოსთან.

ჩვენ თავმჯდომარეობა ჩავიბარეთ, როცა რეგიონში ომი დაიწყო. უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიამ ჩვენი ორგანიზაციის საფუძველს, ღირებულებებს და ვალდებულებებს, რომელიც ამყარებდა მშვიდობას ათწლეულობის განმავლობაში, ძირი გამოუთხარა. საქართველომ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა სტაბილურობის უზრუნველყოფაში და რეგიონის უსაფრთხოების კუთხით. ეუთო დღეს საჭიროა ისე, როგორც არასდროს. ჩვენ გვაქვს მიზანი მშვიდობიანი, ყოვლისმომცველი გზით მოგვარდეს ის კონფლიქტები, რომელიც თქვენს ქვეყანაში არსებობს. ჩვენ ყველა ძალისხმევას ვუჭერთ მხარს, რომელიც პოზიტიურ დინამიკას ასახავს. ჩვენ განვსაზღვრავთ ჩართულობებისთვის ახალ მიმართულებებს, რაც მოიცავს სასიცოცხლო სტრუქტურებს, როგორიც არის ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები, ასევე ინციდენტების, პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმი. ჩრდილოეთ მაკედონია სრულად უჭერს მხარს ძირითადი მიმართულებების ფუნქციონირებას ერთობლივი ხელმძღვანელობით, ეს არის ეუთო, გაერო და სხვა ორგანიზაციები. ეს დიპლომატიური მიმართულებები უნდა იყოს ღია არა მხოლოდ იმისთვის, რომ თავიდან იქნას აცილებული შემდგომი ესკალაციები, არამედ მოვაგვაროთ ის შედეგები, რომელიც 2008 წლის ომის შემდეგ დადგა. ჩვენ მხარს ვუჭერთ ყველა პრაგმატულ ძალისხმევას, რასაც რეალურად შედეგები მოაქვს იმ ადამიანებისთვის, ვინც კონფლიქტის დროს დაზარალდნენ. ეს მნიშვნელოვანია ხალხისთვის და სიტუაციის გაუმჯობესებისთვის“, - განაცხადა ბუიარ ოსმანმა.

როგორც მან აღნიშნა, ჩრდილოეთ მაკედონია, როგორც ეუთოს თავმჯდომარე ქვეყანა, ყველა ძალისხმევას გამოიყენებს იმისთვის, რომ მოგვარდეს ისეთი საკითხები, როგორიცაა ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანების უკანონოდ დაკავება.

ჩრდილოეთ მაკედონიის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, ასევე მხარს უჭერს ჰუმანიტარულ და სამშვიდობო მისიას.

"საქართველოს კონტექსტში ეუთო-ს გუნდი აქტიურად მუშაობს დევნილებთან, ახალგაზრდებთან. ადამიანები, რომლებიც იზოლირებულად ცხოვრობენ, ჩვენ უნდა მოვისმინოთ მათი შეშფოთებების მიზეზები, უნდა ვეძებოთ შერიგების გზები. ხვალ ვეწვევი რეგიონებს, რათა დავინახო გამოწვევები, გავეცნო ადგილზე არსებულ სიტუაციას, ადამიანებზე ფოკუსირება ჩვენი პრიორიტეტია. შევხვდები არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს და განვიხილავ საკითხებს, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია დღეს. მინდა ხაზი გავუსვა უმნიშვნელოვანეს როლს, რომელსაც სამოქალაქო საზოგადოება თამაშობს. მან დიდი წვლილი შეიტანა საქართველოში დემოკრატიის მშენებლობაში. ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება წარმოადგენს ძირითად დემოკრატიულ ინგრედიენტს, რომელიც საზოგადოებას აძლევს საშუალებას, იყოს აყვავებული. ჩვენი ვალდებულებაა სამოქალაქო საზოგადოებასთან, ახალგაზრდობასთან ჩართულობა",- განაცხადა ბუიარ ოსმანმა.

ბუნდესტაგის წევრი რობინ ვაგენერი - ჩვენ არ გვსურს საქართველოს მოსახლეობის დასჯა, თუმცა ცხადად ვაცხადებთ, რომ ამ კურსით არ იქნება ევროკავშირში გაწევრიანება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.10.2024
ვახტანგ ძაბირაძე - თუ  არჩევნების შემდეგ რუსეთს საქართველოში სიტუაციის არევა აწყობს, იგი ამის გაკეთებას შეეცდება, მას ამისთვის სამხედრო ძალის შემოყვანა არ დასჭირდება, აქ მეხუთე კოლონა საკმაოდ ძლიერი ჰყავს
„ბიბლუსში“ გიორგი კეკელიძის წიგნის „დედა და ილია“ საჯარო წარდგენა გაიმართება
Samsung-ის ფესტივალი დაიწყო - განაახლე ტექნიკა საუკეთესო შეთავაზებით
თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზნესისთვის, რომელიც დროს და რესურსებს დაგიზოგავს
„სილქ დეველოპმენტი“ ბათუმის შუაგულში ახალ პროექტს აანონსებს
„ბანკი ქართუს“ მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - ბოლნისში თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო გაიხსნა
კოლიერსის გუნდის შეფასება და ლოპოტა სპა რეზორტის  ახალი ეტაპი