დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა სარატიფიკაციო დოკუმენტებზე იმსჯელა

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა მთავრობის მიერ სარატიფიკაციოდ წარმოდგენილი დოკუმენტები განიხილა.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი საერთაშორისო დოკუმენტი „საზღვაო შრომის კონვენცია" და აქედან გამომდინარე, კანონპროექტთა პაკეტი საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა, თამარ იოსელიანმა წარადგინა.

„სარატიფიკაციო დოკუმენტი თავისი არსით საქართველოს მეზღვაურთა სოციალური პირობების გაუმჯობესებას მიზნად ისახავს და ის ხელს შეუწყობს მეზღვაურების სოციალური და შრომითი უფლებების დაცვას ძლიერი სერტიფიცირებისა და აღსრულების სისტემის გამოყენებით. ასევე, გაზრდის ქვეყნის დროშის ქვეშ მცურავი გემების ავტორიტეტს საერთაშორისო საზღვაო-სანაოსნო ინდუსტრიაში", - განაცხადა თამარ იოსელიანმა.

„კანონპროექტი განსაზღვრავს საქართველოს სახელმწიფო დროშით მცურავ კომერციულ საქმიანობაში ჩართულ გემებზე მეზღვაურების დასაქმებისა და საქმიანობის წესებს. ასევე, მეზღვაურთა დასაქმების სფეროში მოქმედ სამსახურების, გემთმფლობელის მიერ ნებისმიერი დროშით მცურავ გემზე საქართველოს მოქალაქე მეზღვაურთა დასაქმების უნიფიცირებულ სტანდარტებსა და წესებს.

კომიტეტმა სარატიფიკაციოდ წარდგენილი კიდევ ერთი დოკუმენტი „ვერცხლისწყლის შესახებ მინამატას კონვენცია" და მისი თანმდევი, საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტები განიხილა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების მართვის დეპარტამენტის უფროსმა, ალვერდ ჩანქსელიანის განცხადებით, კონვენციის მიზანია ადამიანის ჯანმრთელობისა და გარემოს დაცვა ანთროპოგენური ემისიების, ვერცხლისწყლისა და მისი ნაერთების გარემოში მოხვედრისაგან. ამის მისაღწევად კონვენცია მხარეებს მოუწოდებს, მიიღონ და განახორციელონ რიგი მარეგულირებელი და პოლიტიკური ზომები, რაც ვერცხლისწყლითა და მისი ნაერთებით ვაჭრობასა და მიწოდებაზე კონტროლს ითვალისწინებს.

მომხსენებლის განცხადებით, შესაბამისი ცვლილებები შედის ასევე კანონებში: „გარემოს დაცვის შესახებ", „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" და „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში". კომიტეტმა მხარი დაუჭირა განხილულ საკითხებს“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ანდრო  გოცირიძე - დასავლური მხარდაჭერის გარეშე საქართველოს სახელმწიფოს არსებობას სერიოზული საფრთხეები ემუქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.10.2024
იან კელი - აშშ-ს პრეზიდენტის მიღებაზე მიწვევას არ ვუუქმებთ მთავრობებს, რომლებსაც მეგობრად ვთვლით
2024 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელია ნათია უჩავა
4 და 5 ოქტომბერს წინანდლის მამული „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმს უმასპინძლებს
„მაკდონალდს საქართველოს“ უახლესი ეკო სტანდარტებით აღჭურვილი ორი ახალი რესტორანი შეემატა
საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერთა ასოციაციისა და კომპანია მონაცემთა დაცვის ოფიცრის დამფუძნებლებმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო კონგრესში მიიღეს მონაწილეობა
როგორ დავიფინანსოთ სწავლა - უპრეცედენტო შეთავაზება სტუდენტებს
ქართულ მედია სივრცეში ახალი ონლაინ გამოცემა Urban Media გამოჩნდა