თინა ბოკუჩავა - ივანიშვილის რეჟიმი სწორედ კორუმპირებულ მოსამართლეებსა და კორუმპირებულ სასამართლო სისტემაზე დგას და ძალაუფლებას მათი მეშვეობით ინარჩუნებს

ივანიშვილის რეჟიმი სწორედ ამ კორუმპირებულ მოსამართლეებსა და კორუმპირებულ სასამართლო სისტემაზე დგას და ძალაუფლებას მათი მეშვეობით ინარჩუნებს, - ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა თინა ბოკუჩავამ ჟურნალისტებთან განაცხადა.

ბოკუჩავას შეფასებით, გასაკვირი არ არის, რომ აშშ-ს მიერ სანქცირებულ მოსამართლეებს პრემიერი ღარიბაშვილი არ ემიჯნება და მათ მხარდაჭერას უცხადებს.

ოპოზიციონერი დეპუტატის თქმით, სახელმწიფო არ იღებს ზომებს, რასაც მოცემულ შემთხვევაში ნორმალური ხელისუფლება მიიღებდა.

„როდესაც ასეთ მძიმე ინსტრუმენტს იყენებს საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი, რომელსაც გადამწყვეტი სიტყვა ეთქმის მათ შორის საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციაზე და მოსამართლეებს სანქციებს უწესებს, ამაზე ნორმალური და ადეკვატური რეაგირება, შესაბამისი ნაბიჯების გადადგმა იქნებოდა ის, რომ ეს მოსამართლეები თანამდებობას დატოვებდნენ. ამის ნაცვლად ვხედავთ, რომ პრემიერ - მინისტრი ამ ადამიანებს მხარდაჭერას უცხადებს. დღევანდელი ხელისუფლება რეალურად ამ კორუმპირებულ მოსამართლეებზე დგას", - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ბუნდესტაგის წევრი რობინ ვაგენერი - ჩვენ არ გვსურს საქართველოს მოსახლეობის დასჯა, თუმცა ცხადად ვაცხადებთ, რომ ამ კურსით არ იქნება ევროკავშირში გაწევრიანება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.10.2024
ვახტანგ ძაბირაძე - თუ  არჩევნების შემდეგ რუსეთს საქართველოში სიტუაციის არევა აწყობს, იგი ამის გაკეთებას შეეცდება, მას ამისთვის სამხედრო ძალის შემოყვანა არ დასჭირდება, აქ მეხუთე კოლონა საკმაოდ ძლიერი ჰყავს
„ბიბლუსში“ გიორგი კეკელიძის წიგნის „დედა და ილია“ საჯარო წარდგენა გაიმართება
Samsung-ის ფესტივალი დაიწყო - განაახლე ტექნიკა საუკეთესო შეთავაზებით
თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზნესისთვის, რომელიც დროს და რესურსებს დაგიზოგავს
„სილქ დეველოპმენტი“ ბათუმის შუაგულში ახალ პროექტს აანონსებს
„ბანკი ქართუს“ მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - ბოლნისში თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო გაიხსნა
კოლიერსის გუნდის შეფასება და ლოპოტა სპა რეზორტის  ახალი ეტაპი