„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი, მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანია და პარტიის ლიდერები ევროპარლამენტარ, ანა ფოტიგასთან ერთად, პოვაცკის სამხედრო სასაფლაოზე იმყოფებოდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.
მათ პატივი მიაგეს სმოლენსკის ტრაგედიის დროს დაღუპულთა ხსოვნას, მსხვერპლთა მემორიალი კი გვირგვინით შეამკეს.
„ზუსტად 13 წელი გავიდა სმოლენსკში მომხდარი ავიაკატასტროფიდან, რომელმაც პოლონეთის მაშინდელი მოქმედი პრეზიდენტი, ლეხ კაჩინსკი, მისი მეუღლე მარია და ათობით სხვა სამხედრო თუ სამთავრობო პირი იმსხვერპლა”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.