გიორგი მარგველაშვილი - ილუზიის ქონა, რომ საგამოძიებო კომისიით საკითხები გადაწყდება ან გაღრმავდება რეფორმები, არ არის ადეკვატური - იმედის ქონა, რომ ასეთი მეთოდები მიგვიყვანს ცვლილებამდე, მიამიტი დამოკიდებულებაა

ილუზიის ქონა, რომ საგამოძიებო კომისიის მეშვეობით საკითხები გადაწყდება ან გაღრმავდება რეფორმები, არ არის ადეკვატური, - ამის შესახებ საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა „პალიტრანიუსის” გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა, რითაც პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევის მოთხოვნით ოპოზიციონერი დეპუტატების მიერ პრეზიდენტისთვის მიმართვას გამოეხმაურა.

გიორგი მარგველაშვილის თქმით, როგროც 34 წლის წინ, ანალოგიურად დღესაც საქართველოს მართავს პოლიტიკური ძალა, რომელიც ემორჩილება მოსკოვს.

„მე ასე მესმის პოლიტიკური რეალობა, რომ ჩვენ ვართ წერტილში, როდესაც როგორც 34 წლის წინ საქართველოს მართავდა "საქართველოს კომუნისტური პარტია", რომელიც ემორჩილებოდა მოსკოვს, ანალოგიურად დღეს მართავს პოლიტიკური ძალა, რომელიც ემორჩილება მოსკოვს. შესაბამისად, საგამოძიებო კომისია არაფერს არ აფუჭებს, მაგრამ იმის ილუზიის ქონა, რომ საგამოძიებო კომისიის მეშვეობით საკითხები გადაწყდება ან გაღრმავდება რეფორმები, ეს არ არის ადეკვატური. რა თქმა უნდა, არაფერს არ აფუჭებს, მაგრამ მთავარი აქცენტისა და იმედის ქონა იმაზე, რომ ასეთი მეთოდები, როგორიც არის საკანონმდებლო ბაზის დახვეწა, საგამოძიებო კომისია, საერთო ჯამში მიგვიყვანს ცვლილებამდე, ეს, ჩემი აზრით, არის მიამიტი დამოკიდებულება. ეს მუშაობა არ არის მავნებლური, შეიძლება დადებითი შედეგიც ჰქონდეს საზოგადოების ინფორმირების თვალსაზრისით, მაგრამ [ეს იგივეა] კომუნისტების დროს, რომ საგამოძიებო კომისია შეგვექმნა და იმის იმედი გვქონოდა, რომ საბჭოთა კავშირი იმის შედეგად ჩამოიშლებოდა, რომ გამოიძიებდნენ "კომუნისტური პარტიის" მიერ ჩადენილ დანაშაულებს... ყველამ უნდა ვთქვათ, გვჯერა თუ არ გვჯერა, რომ ეს ხელისუფლება ასრულებს მოსკოვის დაკვეთას, ამაზე უნდა შევთანხმდეთ“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

გიორგი მარგველაშვილმა გადაცემაში „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ 9 აპრილს გამართული აქციაც შეაფასა და აღნიშნა, რომ „გუშინდელი აქცია იყო კარგი, ნორმალური აქცია“.

„გუშინდელი აქცია არ იყო ჩემ მიერ ორგანიზებული და მე როგორც ორგანიზატორი ისე არ ვიღებდი მონაწილეობას, ეს არ იყო არც ჩემი პოლიტიკური კონსულტაციების ნაწილი. რა გითხრათ, გუშინდელი აქცია იყო კარგი, ნორმალური აქცია. ვიღაც პოლიტიკოსები იყვნენ, ვიღაცები არ იყვნენ, ეს ნორმალურია, ბრძოლაში მერე ნელ-ნელა გიერთდებიან ხოლმე“, - განაცხადა მარგველაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო