მიხეილ სააკაშვილი - ლეხ კაჩინსკი მეუბნებოდა: განსხვავება ჩემსა და შენს შორის ისაა, რომ პოლონეთი ევროკავშირის წევრია, ამიტომ პრეზიდენტობის ვადის გასვლის შემდეგ მე ცოცხალი გადავრჩები და შენ შეიძლება მოგკლანო - პუტინმა ჯერ ის მოკლა და ახლა მე მკლავს

ლეხ კაჩინსკი მეუბნებოდა: განსხვავება ჩემსა და შენს შორის ისაა, რომ პოლონეთი ევროკავშირის წევრია, ამიტომ პრეზიდენტობის ვადის გასვლის შემდეგ მე ცოცხალი გადავრჩები და შენ შეიძლება მოგკლანო. პუტინმა ჯერ ის მოკლა და ახლა მე მკლავს, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი "ფეისბუქზე" გავრცელებულ განცხადებაში წერს.

სააკაშვილის თქმით, კაჩინსკიმ მას შესთავაზა, რომ ერთად წასულიყვნენ, რაზეც თავად უპასუხა, რომ თუ ერთად გაფრინდებოდნენ, თვითმფრინავი ვერასდროს მიაღწევდა დანიშნულების ადგილს, თუმცა ტრაგედია მაინც მოხდა.

"ლეხ კაჩინსკი იყო ჩემი პოლიტიკური მასწავლებელი და მონათესავე სული, რაც ბევრად უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ მეგობარი. მან საკუთარი სიცოცხლე გასწირა საქართველოსთვის და ზუსტად ვიცი, რომ სმოლენსკი იყო სამაგიეროს გადახდა 2008 წლის თბილისისთვის. ის მეუბნებოდა: განსხვავება ჩემსა და შენს შორის ისაა, რომ პოლონეთი ევროკავშირის წევრია, ამიტომ პრეზიდენტობის ვადის გასვლის შემდეგ მე ცოცხალი გადავრჩები და შენ შეიძლება მოგკლანო. პუტინმა ჯერ ის მოკლა და ახლა მე მკლავს. ბევრი მეგობრები მყავდა იმ თვითმფრინავში... სიმართლე რომ ითქვას, წასვლამდე ლეხმა დამირეკა და შემომთავაზა, მათთან ერთად წავსულიყავი, რადგან მოკლულ პოლონელ ოფიცრებს შორის ბევრი ქართველი იყო. მე ვუპასუხე, რომ თუ ერთად გავფრინდებოდით, თვითმფრინავი ვერასდროს მიაღწევდა დანიშნულების ადგილს, თვითმფრინავს არ მისცემდნენ დაჯდომის საშუალებას. მიუხედავად იმისა, რომ არ წავედი ტრაგედია მაინც მოხდა. ამერიკაში მივფრინავდი, როცა შევიტყვე შოკისმომგვრელი ამბის შესახებ. სასწრაფოდ უნდა დავბრუნებულიყავი მაშინ, როცა აეროპორტები ერთი მეორეს მიყოლებით იკეტებოდა. ჩვენ პატარა პირადი თვითმფრინავი ავიყვანეთ და ევროპის სამხრეთიდან შემოვლით, გრძელ გზას დავადექით, რომ იმ ადგილისთვის მიგვეღწია, სადაც საქართველოს საპრეზიდენტო თვითმფრინავი გველოდებოდა. საჰაერო მოძრაობის მაკონტროლებლებს ტყუილი ვუთხარით იტალიაში და თურქეთში, უკრაინაში ნებართვაც არ აგვიღია. საბოლოოდ თვითმფრინავი კრაკოვში დაჯდა. უფლის ნება იყო, რომ ვაველის სასახლეში ზუსტად მაშინ შევედი, როცა ცერემონია საბოლოო განსასვენებელი ადგილისკენ მიემართებოდა. უცბად გავშეშდი... არ ვიცოდი, როგორ მოვქცეულიყავი, რადგან ცერემონიის ამ ნაწილს მხოლოდ პირადად ოჯახის წევრები ესწრებოდნენ. იაროსლავმა დამინახა, ხელი დამიქნია და მიმიწვია. ვიდრე ვსუნთქავ, სულ მემახსოვრება ეს მომენტი. ლეხ კაჩინსკი დიდი პოლონელი გმირი და საქართველოს ეროვნული გმირია",- წერს ის.

გაერთიანებული სამეფოს ელჩი გარეტ უორდი - „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონი არის არაპროპორციული, ახშობს სიტყვის თავისუფლებას და ახდენს მათ სტიგმატიზაციას, ვინც საზოგადოებისთვის სასარგებლო საქმეს აკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.10.2024
კახა ოქრიაშვილი - ზუსტად ვიცი, რომ დმანისში თავისუფალი, ამაყი ხალხი ცხოვრობს, რომელსაც ვერავინ დაიმონებს!