ეკა სეფაშვილი - არ გამოვრიცხავ, სააკაშვილის ჯილდოები ნაყიდი იყოს

არ გამოვრიცხავ, სააკაშვილის ჯილდოები ნაყიდი იყოს, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან უმრავლესობის წევრმა, "ხალხის ძალის" წევრმა ეკა სეფაშვილმა განაცხადა.

სეფაშვილი არ გამორიცხავს, რომ ჯილდოებისთვის თანხა სააკაშვილის ოჯახს გადაეხადა.

"ცალკეული პოლიტიკური ჯგუფებისგან მიხეილ სააკაშვილის დაჯილდოება უკვე აღარ მიკვირს, რადგან ვიხილეთ ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში მისი დაჯილდოება. თუ მსგავსი ტიპის ჯილდოს მოველით, ჩემთვის ცოტა უცნაურია, თუმცა, არ გამოვრიცხავ, რადგან მას მსგავსი ტიპის გამოცდილება აქვს, რომ ეს ჯილდოებიც ნაყიდი იყოს, როგორც ნაყიდი იყო ის ფალსიფიცირებული კამპანია, რომელიც აგორდა. ასე რომ, გამორიცხული არ არის, ჯილდოებისთვის მესამე პრეზიდენტის ოჯახმა ფული გადაიხადა," - განაცხადა სეფაშვილმა.

14 აპრილს საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს პოლონეთის ერთ-ერთი უმაღლესი ჯილდო „პრომეთეს ჯილდო“ გადაეცემა. ამის შესახებ ინფორმაცია მიხეილ სააკაშვილის „ფეისბუკის“ გვერდზე ვრცელდება.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სააკაშვილს ჯილდო თავისუფლებისთვის ბრძოლაში შეტანილი წვლილისთვის გადაეცემა.

სერგი კაპანაძე - „ქართული ოცნების“ მიმართ ევროპაში დამოკიდებულება აღარ შეიცვლება და ახლა ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ, გვინდა თუ არა ისეთი ხელისუფლება, რომელიც ქვეყანას იზოლაციისკენ მიაქანებს
ქართული პრესის მიმოხილვა 07.10.2024
წინანდლის მამულში „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმი წარმატებით ჩატარდა
Gebrüder Weiss-ი თბილისში არსებულ ლოგისტიკურ ცენტრს აფართოებს
ახალი მედიკამენტების კვლევა და განვითარება GM PHARMA-ში
კახა ოქრიაშვილი - მთავრობამ საერთოდ ხელი რომ არ გაანძრიოს, ჩვენი ეკონომიკური ზრდა 14-17%-მდე მაინც უნდა იყოს, რადგან ეს ემიგრანტების მიერ ჩამორიცხული ფულია - ისინი კი ახერხებენ, რომ ზრდა თითქმის ორჯერ ნაკლებია
„ვენდისის“ ქართული რესტორნის მენეჯერი „ვენდისის“ საერთაშორისო კონვენციაზე მსოფლიოს 5 საუკეთესო მენეჯერთა შორის აღიარეს
დაბა აგარაში მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის კონცერტი გაიმართა
ყოველწლიური საქველმოქმედო გარბენი დაჭრილ მებრძოლთა მხარდასაჭერად
განათლების მინისტრი ალექსანდრე წულაძე თბილისის 211-ე და 215-ე საჯარო სკოლებს ეწვია
ავტოინდუსტრიის წამყვანი კომპანიების წარმომადგენლები „სოკარის“ ნავთობბაზას სტუმრობდნენ