ხათუნა სამნიძე - რიგგარეშე სხდომაზე კენჭისყრა რომ ვერ შედგა, არის უპასუხისმგებლობა - პრეზიდენტისთვის გაგზავნილ წერილს ჰქონდა ანა წითლიძის და ლევან ხაბეიშვილის ხელმოწერაც

რიგგარეშე სხდომაზე კენჭისყრა რომ არ შედგა, ამის საფუძველი ერთი სიტყვით შემიძლია აღვწერო - ესაა უპასუხისმგებლობა, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან "რესპუბლიკური პარტიის" თავმჯდომარე ხათუნა სამნიძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა სასამართლოსთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხს და ლევან ხაბეიშვილის და ანა წითლიძის მიერ ქვეყნის დატოვებას.

მისი თქმით, იყვნენ დეპუტატები, რომლებმაც ამ საკითხის გამო გადადეს ვიზიტები. სამნიძე აღნიშნავს, რომ ახლა მნიშვნელოვანია, მომავალ სასესიო კვირას, როცა ამ საკითხზე კენჭისყრა იქნება, ყველა დეპუტატი დარბაზში იყოს.

"როცა გაიგზავნა წერილი პრეზიდენტთან, მას ორივე დეპუტატის - წითლიძის და ხაბეიშვილის ხელმოწერაც ჰქონდა. მათ იციან, რომ ხელმოწერის შემდეგ პრეზიდენტს 48 საათი აქვს სხდომის ჩასანიშნად. მათი ხელმოწერით დასტურდება, რომ იცოდნენ სავარაუდო სხდომის თარიღი და ამის მიუხედავად დატოვეს ქვეყანა. იმდენად მნიშვნელოვანი მგონია საგამოძიებო კომისიის შექმნა, რომ ვიზიტის გაუქმებაც ნორმალური იქნებოდა. ახლა არსებითია ორივე მათგანმა და თითოეულმა დეპუტატმა პარლამენტში განაცხადოს, რომ მორიგ სხდომაზე, როცა ჩაინიშნება კენჭისყრა, ყველა იქნება დარბაზში,"- განაცხადა სამნიძემ.

ის, ასევე, გამოეხმაურა ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ მიხეილ სააკაშვილს პოლონეთი თავისუფლებისთვის გაწეული ბრძოლისთვის ჯილდოს გადასცემს და აღნიშნა, რომ საკამათო არ არის, რომ წინა ხელისუფლების დროს ქვეყანაში პროგრესი იყო, თუმცა უკანა პლანზე გადაინაცვლა ადამიანის უფლებებმა.

"მე არ ვიცი, რას და რა პერიოდს ეხება, მაგრამ ზოგადად "ვარდების რევოლუციის" შემდეგ ქვეყანაში პროგრესი რომ იყო, ამაზე არ მგონია ვიკამათოთ. თუმცა, მალევე "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლების დროს პროგრესზე გაკეთდა პრიორიტეტი და უკანა პლანზე გადაიწია ადამიანის უფლებებმა, რამაც გამოიწვია უამრავი პრობლემა ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით," - განაცხადა სამნიძემ.

ბუნდესტაგის წევრი რობინ ვაგენერი - ჩვენ არ გვსურს საქართველოს მოსახლეობის დასჯა, თუმცა ცხადად ვაცხადებთ, რომ ამ კურსით არ იქნება ევროკავშირში გაწევრიანება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.10.2024
თენგიზ ფხალაძე - რეზოლუციის აღსრულების ვადებთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება არჩევნების შედეგად იქნება მიღებული, თუმცა, შესაძლოა, „ოცნების“ რომელიმე ნაბიჯმა პროვოცირება გაუკეთოს გადაწყვეტილებების იმაზე ადრე მიღებას, ვიდრე იგეგმება
„ბიბლუსში“ გიორგი კეკელიძის წიგნის „დედა და ილია“ საჯარო წარდგენა გაიმართება
Samsung-ის ფესტივალი დაიწყო - განაახლე ტექნიკა საუკეთესო შეთავაზებით
თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზნესისთვის, რომელიც დროს და რესურსებს დაგიზოგავს
„სილქ დეველოპმენტი“ ბათუმის შუაგულში ახალ პროექტს აანონსებს
„ბანკი ქართუს“ მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - ბოლნისში თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო გაიხსნა
კოლიერსის გუნდის შეფასება და ლოპოტა სპა რეზორტის  ახალი ეტაპი