საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი, 7-8 მარტის აქციების საკითხზე, ვახტანგ გომელაურს პარლამენტში იბარებს

საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურს პარლამენტში, ინტერპელაციის წესით იბარებს.

შესაბამისი განცხადება, რომელსაც 9 ოპოზიციონერი დეპუტატი უერთდება, პარლამენტში დამოუკიდებელმა დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ გააჟღერა.

დეკანოიძის თქმით, მინისტრთან კითხვები აქვთ იმასთან დაკავშირებით, დაისაჯა თუ არა რომელიმე სამართალდამცავი 7-8 მარტის აქციებზე ადამიანებზე ძალადობის გამო.

„7-8 მარტს არაპროპორციული ძალის გამოყენების შედეგად დაშავდნენ მოქალაქეები. დააკავეს ბევრი ადამიანი, ასევე, ბევრს ფიზიკური დაზიანება აღენიშნებოდა, მათ შორის ზურაბ ჯაფარიძეს. გამოიყენეს სპეციალური საშუალებები - ამ სპეციალური საშუალებების გამოყენება, სადაც გაშლილად იდგა ბევრი ადამიანი, აზრი არ ჰქონდა და შესაბამისად, იყო არაპროპორციული. ერთმა ადამიანმა მხედველობა დაკარგა. არცერთი პოლიციელის დასჯაზე ინფორმაცია არ გვაქვს, არცერთი უწყების მიერ გაკეთებული თვითრეფლექსიის განცხადება არ გვინახავს, რომ ესა და ეს პოლიციელი ამ და ამ ადამიანზე ძალადობისთვის დაისაჯა. შესაბამისად, იმის გამო, რომ ყველა კითხვაზე პასუხი გჭირდება, პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, შინაგან საქმეთა მინისტრს ვიბარებთ ინტერპელაციის წესით. უნდა მოვიდეს და კონკრეტულ კითხვებს პასუხი გასცეს“, - განაცხადა ხატია დეკანოიძე.

მინისტრის მიმართ ინტერპელაციის წესით დასმულ კითხვას ხელს აწერენ დეპუტატები: ხატია დეკანოიძე, რომან გოცირიძე, თეონა აქუბარდია, ანა ნაცვლიშვილი, როსტომ ჩხეიძე, ნატო ჩხეიძე, ხათუნა სამნიძე, თამარ კორძაია.

ბუნდესტაგის წევრი რობინ ვაგენერი - ჩვენ არ გვსურს საქართველოს მოსახლეობის დასჯა, თუმცა ცხადად ვაცხადებთ, რომ ამ კურსით არ იქნება ევროკავშირში გაწევრიანება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.10.2024
ვახტანგ ძაბირაძე - თუ  არჩევნების შემდეგ რუსეთს საქართველოში სიტუაციის არევა აწყობს, იგი ამის გაკეთებას შეეცდება, მას ამისთვის სამხედრო ძალის შემოყვანა არ დასჭირდება, აქ მეხუთე კოლონა საკმაოდ ძლიერი ჰყავს
„ბიბლუსში“ გიორგი კეკელიძის წიგნის „დედა და ილია“ საჯარო წარდგენა გაიმართება
Samsung-ის ფესტივალი დაიწყო - განაახლე ტექნიკა საუკეთესო შეთავაზებით
თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზნესისთვის, რომელიც დროს და რესურსებს დაგიზოგავს
„სილქ დეველოპმენტი“ ბათუმის შუაგულში ახალ პროექტს აანონსებს
„ბანკი ქართუს“ მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - ბოლნისში თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო გაიხსნა
კოლიერსის გუნდის შეფასება და ლოპოტა სპა რეზორტის  ახალი ეტაპი