„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი - ქალაქი ზუგდიდი „ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში დაუსრულებელი მშენებლობების ქალაქი გახდა

„ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის საკრებულოს წევრის, დარიკო არქანიას განცხადებით, ზუგდიდში, ბენდელიანის ქუჩაზე, სადაც შსს-ს პოლიციელებისთვის კორპუსები უნდა აეშენებინა, ადგილობრივების ფული გაიფლანგა.

როგორც მან დღევანდელ ბრიფინგზე განმარტა, 2018 წელს ტენდერი ისეთმა კომპანიამ მოიგო, რომლის ხელმძღვანელებიც „ქართული ოცნების“ შემომწირველები იყვნენ.

„ჩემს უკან ხედავთ „ქართული ოცნების“ კიდევ ერთ შედევრს და დროში გაყინულ მშენებლობას. ეს ის ბინებია, რომლის მშენებლობა შსს-ის ინიციატივით, საქართველოს ხუთ დიდ ქალაქში 2018-2019 წლებში დაიწყო და შსს-ის მოქმედი თანამშრომლებისთვის, ანუ პოლიციელებისთვის უნდა გადაეცათ ბინები. აღნიშნული ბინების ტენდერი გამოცხადდა 2018 წელს. გამარჯვებული კომპანია გახდა შპს „თიემი“, რომელთანაც გაფორმდა ხელშეკრულება და ხელშეკრულების თანხა გახლდათ 6 მილიონი ლარი. შპს „თიემის" იმდროინდელი დირექტორი გახლდათ ვინმე თეონა ოთიაშვილი, რომელმაც 2016-17 წლებში „ქართულ ოცნებას“ შესწირა საკმაოდ სოლიდური თანხა. ასევე 2019 წლის თებერვლიდან 2019 წლის დეკემბრის ჩათვლით, შპს „თიემის" ხელმძღვანელი გახლდათ ჯემალ გვალიანი, რომელმაც ასევე „ქართულ ოცნებას“ შესწირა სოლიდური თანხა 60 000 ლარის ოდენობით. 2020 წელს, როდესაც უნდა დასრულებულიყო ამ კორპუსების მშენებლობა, ვერ დაასრულა კომპანიამ, ვერ შეასრულა ნაკისრი ვალდებულება. ამასობაში, კომპანიას სახელმწიფო ბიუჯეტიდან 2 მილიონი ლარი გადაურიცხეს, რომელიც კაცმა არ იცის სად წავიდა, ვის გადაურიცხეს, ვინ არის ამ გაფლანგულ თანხებთან დაკავშირებით პასუხისმგებელი, დღემდე არავინ ვიცით“, - განაცხადა დარიკო არქანიამ.

როგორც ის აღნიშნავს, ტენდერი ისევ გამოცხადდა უკვე აღნიშნული კორპუსების დაკონსერვების სამუშოებთან დაკავშირებით და აქაც, გამარჯვებული კომპანიის ხელმძღვანელი, „ქართული ოცნების“ შემომწირველი იყო.

„ამის შემდეგ, შსს-მ კვლავ გამოაცხადა ტენდერი აღნიშნული კორპუსების დაკონსერვების სამუშაოების შესყიდვასთან დაკავშირებით. ამ კორპუსების დაკონსერვებაში გადარიცხულია ჯამში 74 ათასი ლარი, ამ თანხებზეც ჯერჯერობით პასუხისმგებელი არავინ არის. ვხედავთ, რომ დაკონსერვების სამუშაოებიც ნაწილობრივ არის შესრულებული. დაკონსერვების სამუშაოს ტენდერში გაიმარჯვა შპს „ხელმარჯვე ოსტატებმა“, რომლის ხელმძღვანელიც და მეპატრონეც გახლდათ ვინმე ოთარ ტყეშელაშვილი, რომელმაც წელს ასევე „ქართულ ოცნებას“ შესწირა სოლიდური თანხა 55 ათასი ლარის ოდენობით“, - განაცხადა დარიკო არქანიამ

მან პროკურატურას მიმართა, მალე დაიწყონ გამოძიება და გამოავლინონ პასუხისმგებელი პირები.

„მინდა მივმართო პროკურატურას, დაიწყოს გამოძიება და გაგვცეს პასუხი, სად გაიფლანგა ეს თანხა, ვის ჯიბეში წავიდა, ვინ არის პასუხისმგებელი ამ თანხებთან დაკავშირებით. „ქართული ოცნების“ შემომწირველები ზუგდიდელების ხარჯზე არ უნდა მდიდრდებოდნენ“, - განაცხადა დარიკო არქანიამ.

ინფორმაციას „ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახური ავრცელებს.

სერგი კაპანაძე - „ქართული ოცნების“ მიმართ ევროპაში დამოკიდებულება აღარ შეიცვლება და ახლა ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ, გვინდა თუ არა ისეთი ხელისუფლება, რომელიც ქვეყანას იზოლაციისკენ მიაქანებს
ქართული პრესის მიმოხილვა 07.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მთავრობამ საერთოდ ხელი რომ არ გაანძრიოს, ჩვენი ეკონომიკური ზრდა 14-17%-მდე მაინც უნდა იყოს, რადგან ეს ემიგრანტების მიერ ჩამორიცხული ფულია - ისინი კი ახერხებენ, რომ ზრდა თითქმის ორჯერ ნაკლებია
„ვენდისის“ ქართული რესტორნის მენეჯერი „ვენდისის“ საერთაშორისო კონვენციაზე მსოფლიოს 5 საუკეთესო მენეჯერთა შორის აღიარეს
დაბა აგარაში მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის კონცერტი გაიმართა
ყოველწლიური საქველმოქმედო გარბენი დაჭრილ მებრძოლთა მხარდასაჭერად
განათლების მინისტრი ალექსანდრე წულაძე თბილისის 211-ე და 215-ე საჯარო სკოლებს ეწვია
ავტოინდუსტრიის წამყვანი კომპანიების წარმომადგენლები „სოკარის“ ნავთობბაზას სტუმრობდნენ
კომპანია „ახალი ნათება“ 25 წლის იუბილეს აღნიშნავს
SBC Summit-ის გლობალური შესაძლებლობა ქართული ბიზნესისთვის
საქართველოს სატრანზიტო პოტენციალი - განვითარების და ზრდის პერსპექტივები - „ჯიპიაი ჰოლდინგის“ მასშტაბური კონფერენცია გადამზიდავი კომპანიებისთვის
United Payment-მა რეგიონში პირველი ფინტექ გზავნილები დანერგა
როგორ მიიღოთ მწვანე ბარათი და იცხოვროთ ამერიკაში – შესაძლებლობა, რომელიც არ უნდა გამოტოვოთ