გიული ალასანიას ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოში საჩივარი გაიგზავნა

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქმეზე საჩივარი სტრასბურგის სასამართლოში გაიგზავნა, - აღნიშნულის შესახებ ჟურნალისტებთან ყოფილი პრეზიდენტის დედამ, გიული ალასანიამ და „სააკაშვილის გათავისუფლების შტაბის ხელმძღვანელმა“, გიორგი ჩალაძემ პოლონეთში განაცხადეს.

„სასჯელის დროებითი გადავადება, ეს არის ასეთი სურვილი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ადამიანს შესაძლებლობა რომ მიეცეს აღიდგინოს ჯანმრთელობა, თუკი დარჩა მას ეს შანსი. მისი ჯანმრთელობა არ არის ამოუწურავი, უკვე ძალიან მძიმე მდგომარეობაა. ყოველ შემთხვევაში, მე ძალიან ვცდილობ, რომ როგორღაც გადავარჩინო ჩემი შვილის სიცოცხლე“, - განაცხადა გიული ალასანიამ.

„პრეზიდენტ სააკაშვილის გათავისუფლებას სჭირდება ბევრი კომპლექსური ქმედება. ყველა ეს ქმედება უმაღლეს დონეზე ხორციელდება. სტრასბურგის გადაწყვეტილებასთან ერთად ეს ქმედებები გაგრძელდება, ვიდრე მისი თავისუფლება მიღწეული არ იქნება. ყველაზე რთული რაც არის, ეს არის დრო, ჩვენი გამოწვევა არის დრო, უნდა მოვასწროთ, ვიდრე პრეზიდენტი ცოცხალია. შემდეგ მისი გარდაცვალება გამოიწვევს ყველა იმ პროცესის დაკარგვას, რასაც საქართველოს სახელმწიფოებრიობის შენარჩუნება ჰქვია. ჩვენ იმ ჭრილსა და მორევში ჩაგვითრევს რუსეთი, რასაც დიდი ხანია გვიპირებს“, - განაცხადა გიორგი ჩალაძემ.

საჩივრის გაგზავნის შესახებ „ინტერპრესნიუსი“ მიხეილ სააკაშვილის ერთ-ერთ ადვოკატს, შალვა ხაჭაპურიძეს დაუკავშირდა. მისი თქმით, დეტალებზე საჯაროდ ვერ ისაუბრებს, ვიდრე მისი კლიენტისგან არ ექნება პასუხი.

„განცხადებების გაკეთებისგან ჯერ თავს შევიკავებ. არ მინახავს თვითონ[მიხეილ სააკაშვილი], შევათანხმებთ. როცა შევიტანთ სარჩელს, მოთხოვნის შესახებ მერე გეტყვით“, - განაცხადა შალვა ხაჭაპურიძემ.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა