ლევან ბეჟაშვილი - სტრასბურგში სარჩელის გაგზავნა კიდევ ერთი ნაბიჯი და მცდელობაა, რომ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე და ჯანმრთელობა გადარჩეს

სტრასბურგში მიხეილ სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით სარჩელი გაგზავნილია - ეს არის კიდევ ერთი ნაბიჯი და მცდელობა, რომ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე და ჯანმრთელობა გადარჩეს, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, სარჩელს თან ერთვის კონსილიუმის მიერ მომზადებული დასკვნა.

"სტრასბურგში მიხეილ სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით სარჩელი გაგზავნილია. ამ სარჩელის მომზადება უკავშირდებოდა დამოუკიდებელი კონსილიუმის შესაბამის დასკვნას და მისი სხვა მტკიცებულებებში ასახვას და სხვა პროცედურულ საკითხებს.

ვიმედოვნებთ, სტრასბურგის სასამართლო ამ საკითხს განიხილავს სამართლებრივ ჭრილში, ჰუმანიტარულ ჭრილში და მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას. წინასწარ მოლოდინის შექმნა, რა შინაარსის იქნება ეს გადაწყვეტილება, ბუნებრივია, შეუძლებელია. ეს არის კიდევ ერთი ნაბიჯი და მცდელობა, რომ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე და ჯანმრთელობა გადარჩეს,"- განაცხადა ბეჟაშვილმა.

ბუნდესტაგის წევრი რობინ ვაგენერი - ჩვენ არ გვსურს საქართველოს მოსახლეობის დასჯა, თუმცა ცხადად ვაცხადებთ, რომ ამ კურსით არ იქნება ევროკავშირში გაწევრიანება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.10.2024
ვახტანგ ძაბირაძე - თუ  არჩევნების შემდეგ რუსეთს საქართველოში სიტუაციის არევა აწყობს, იგი ამის გაკეთებას შეეცდება, მას ამისთვის სამხედრო ძალის შემოყვანა არ დასჭირდება, აქ მეხუთე კოლონა საკმაოდ ძლიერი ჰყავს
„ბიბლუსში“ გიორგი კეკელიძის წიგნის „დედა და ილია“ საჯარო წარდგენა გაიმართება
Samsung-ის ფესტივალი დაიწყო - განაახლე ტექნიკა საუკეთესო შეთავაზებით
თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზნესისთვის, რომელიც დროს და რესურსებს დაგიზოგავს
„სილქ დეველოპმენტი“ ბათუმის შუაგულში ახალ პროექტს აანონსებს
„ბანკი ქართუს“ მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - ბოლნისში თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო გაიხსნა
კოლიერსის გუნდის შეფასება და ლოპოტა სპა რეზორტის  ახალი ეტაპი