გიორგი ტყემალაძე - ოპოზიციის ბრალდებები, თითქოს ჩვენ არ გვსურს გმირების სახელების უკვდავყოფა, სიცრუეა - საქართველო არის ქვეყანა, რომელმაც უკრაინელ ლტოლვილებს ღირსეულად უმასპინძლა

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ, საკრებულოში მიმდინარე სხდომაზე ოპოზიციონერი დეპუტატების ბრალდებას, თითქოს მუნიციპალიტეტი თავს იკავებს ერთ-ერთ სკვერს უკრაინაში დაღუპული მებრძოლების სახელი მიენიჭოს, სიცრუე უწოდა და განაცხადა, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით წინადადებები როგორც ოპოზიციის, ასევე უკრაინის საელჩოს მხრიდან შემოვიდა.

გიორგი ტყემალაძის განცხადებით, უკრაინის საელჩოს წინადადება თბილისში ქართველი და უკრაინელი გმირების სახელობის გეოგრაფიული ობიექტის გაჩენას ითვალისწინებს. ოპოზიცია კი, მისივე თქმით, მხოლოდ უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლების სახელდებას ითხოვს.

როგორც გიორგი ტყემალაძემ განაცხადა, თბილისის საკრებულო აღნიშნულ თემაზე სამსჯელოდ მზადაა. მისივე თქმით, გადაწყვეტილება კომპლექსურად უნდა იყოს მიღებული.

„ჩვენ აღნიშნულ საკითხზე მუშაობის მზადყოფნას გამოვხატავთ და უკვე გვაქვს სამუშაო ვერსიები. ლოგიკურად მიგვაჩნია, რომ გადაწყვეტილება მივიღოთ მას შემდეგ, რაც უკრაინა საქართველოში ახალ ელჩს გამოგზავნის. ოპოზიციის ბრალდებები, თითქოს ჩვენ არ გვსურს გმირების სახელების უკვდავყოფა, სიცრუეა. მეტიც, ოპოზიცია გვაბრალებს, თითქოს ჩვენ უკრაინის მხარდასაჭერად არაფერი გაგვიკეთებია, რასაც კატეგორიულად ვერ დავეთანხმები. გარდა იმისა, რომ თბილისის მუნიციპალიტეტმა ძალიან ბევრი რამ გააკეთა იმ მძიმე დღეებში უკრაინელების დასახმარებლად, ვფიქრობ, რომ საქართველო არის ქვეყანა, რომელმაც უკრაინელ ლტოლვილებს ღირსეულად უმასპინძლა. ასევე, ჩვენ ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე ცალსახად ვუჭერთ მხარს უკრაინას“, - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ, რომლის განცხადებასაც საკრებულოს პრესსამსახური ავრცელებს.

ვაჟა ბერიძე - ქართული სახელმწიფოებრიობა საფრთხეშია - ჩვენ ისევ დასამტკიცებელი გვაქვს, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ვიმსახურებთ
ნათია ფიფია - დასავლურ საგანმანათლებლო სისტემასთან მიახლოება ხანგრძლივი პროცესია და მოითხოვს, ერთი მხრივ გლობალურ გამოწვევებს ვუპასუხოთ, მეორე მხრივ, მივუახლოვდეთ ქართულ რეალობასთან მორგებულ დასავლურ სტანდარტებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
სებსბერი - მოცვის პლანტაციები გურიაში
Wendy’s®-მა თავისუფლების მოედანზე მორიგი ფლაგმანი რესტორანი გახსნა
ლეგენდების საქველმოქმედო მატჩი ლისაბონში SMH Sports-ის მონაწილეობით გაიმართება
ქართული რივიერა უნიკალური მიკროკლიმატითა და სანაპირო ზოლით - ადგილი, რომელიც ერთი ჩასვლით შეგიყვარდებათ
2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს
BGA-ს დამფუძნებლები გენერალური პროკურორისგან ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი „ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
ახალი ლოკაციები, მაღალი ხარისხი - „რომპეტროლი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს