ნიკოლოზ კახეთელიძე - მხარს ვუჭერ მთავრობის ადმინისტრაციის მიმდებარე ტერიტორიაზე მოეწყოს სკვერი - ადგილობრივი მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი და საჭიროა

თბილისის საკრებულოს გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარე ნიკოლოზ კახეთელიძე აცხადებს, რომ მხარს უჭერს მთავრობის ადმინისტრაციის ტერიტორიაზე სკვერი მოეწყოს.

თბილისის საკრებულოს გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარე ნიკოლოზ კახეთელიძე დედაქალაქის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.

როგორც ნიკოლოზ კახეთელიძემ აღნიშნა, მთავრობის ადმინისტრაციის მიმდებარე ტერიტორიის ათვისების საკითხი ჯერ კიდევ „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში განიხილებოდა და ამ იდეებზე მუშაობის პროცესში მონაწილეობა თავადაც მიუღია.

„მაშინაც ვუჭერდი და დღესაც ვუჭერ მხარს ამ ტერიტორიაზე მოეწყოს სკვერი, გამწვანებული სივრცე, რომელიც ტექნიკურადაც შესაძლებელია და რაც მთავარია, ადგილობრივი მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი და საჭიროა“, - განაცხადა ნიკოლოზ კახეთელიძემ.

გაერთიანებული სამეფოს ელჩი გარეტ უორდი - „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონი არის არაპროპორციული, ახშობს სიტყვის თავისუფლებას და ახდენს მათ სტიგმატიზაციას, ვინც საზოგადოებისთვის სასარგებლო საქმეს აკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 14.10.2024
„ბიბლუსში“ გიორგი კეკელიძის წიგნის „დედა და ილია“ საჯარო წარდგენა გაიმართება
Samsung-ის ფესტივალი დაიწყო - განაახლე ტექნიკა საუკეთესო შეთავაზებით
თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზნესისთვის, რომელიც დროს და რესურსებს დაგიზოგავს
„სილქ დეველოპმენტი“ ბათუმის შუაგულში ახალ პროექტს აანონსებს
„ბანკი ქართუს“ მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - ბოლნისში თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო გაიხსნა
კოლიერსის გუნდის შეფასება და ლოპოტა სპა რეზორტის  ახალი ეტაპი