ბექა ოდიშარია - ქართულ დიასპორაში ეროვნული იდენტობის, ენისა და საქართველოს შესახებ ცოდნის შენარჩუნება სახელმწიფოს ფუნდამენტური ფუნქციაა

პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის უფროსს, კახა ხანდოლიშვილს და ამავე დეპარტამენტის საერთაშორისო თანამშრომლობისა და დიასპორასთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსს, ანა ლუკავას შეხვდა.

ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე სამინისტროს მიერ ქართული დიასპორის მიმართულებით განხორციელებულ საქმიანობაზე, მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე, უცხოეთში ქართული საკვირაო სკოლების ფუნქციონირებასა და არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს.

ბექა ოდიშარიას განცხადებით, მნიშვნელოვანია დიასპორის მონაწილეობით საგანმანათლებლო და სამეცნიერო პროექტების განხორციელება და ამ კუთხით სამინისტროს ძალისხმევას დიდი მნიშვნელობა ენიჭება.

„ქართულ დიასპორაში ეროვნული იდენტობის, ქართული ენისა და საქართველოს შესახებ ცოდნის შენარჩუნება სახელმწიფოს ფუნდამენტური ფუნქციაა.

ჩვენი მიზანი უნდა იყოს განათლებისა და მეცნიერების სფეროში უცხოეთში მოღვაწე თანამემამულეების იდენტიფიცირება და მხარდაჭერა, მათი სამეცნიერო პოტენციალის სრულყოფილი გამოყენება ქვეყნის აღმშენებლობის საქმეში", - განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

ამასთან, ინფორმაციაში ნათქვამია, რომ როგორც სამინისტროს წარმომადგენლებმა აღნიშნეს, მათი საქმიანობის პრიორიტეტულ მიმართულებებად განსაზღვრულია უცხოეთში ქართველოლოგიური ცენტრების ფუნქციონირების გაძლიერება და გაზრდა, დიასპორის ახალგაზრდა წარმომადგენლებისთვის უმაღლესი განათლების მიღების გამარტივება და ხელშეწყობა.

„მხარეები შეთანხმდნენ, რომ დიასპორის მიმართულებით საგანმანათლებლო და სამეცნიერო საქმიანობასთან დაკავშირებულ აქტუალურ საკითხებზე საჭიროა გაიმართოს საკომიტეტო მოსმენა, დარგობრივი უწყებების, ექსპერტებისა და დაინტერესებული საზოგადოების მონაწილეობით”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი ანთაძე - ეროვნული ბანკის გარშემო განვითარებული მოვლენები კიდევ ერთხელ ცხადყოფს რამდენად მეორეხარისხოვანია ეროვნული ინტერესები ქართულ პოლიტიკურ რეალობაში
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2023
კახა ოქრიაშვილი - თურნავას მოქმედება დამატებით ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი არგუმენტია საქართველოსთვის ევროკავშირის წევრის სტატუსის არმოცემასთან დაკავშირებით
„ბანკი ქართუ“ განცხადებას ავრცელებს
„დანკინმა“ განვითარების რეკორდული მაჩვენებლებისთვის ევროპაში N:1-ის სტატუსი მიიღო