გიორგი ვაშაძე - თუ რამე მინუსი იყო 2012 წლამდე, იყო მართლმსაჯულება და ამ გახრწნილმა სასამართლო სისტემამ „ქართული ოცნების“ პირობებში "ფრთები გაშალა" - „კლანი“ ისე გავეშდა, საკუთარი ოჯახის წევრები განაწესეს მოსამართლეებად

თუ რამე მინუსი იყო 2012 წლამდე, ეს იყო მართლმსაჯულება, სასამართლო სისტემა და ამ გახრწნილმა სასამართლო სისტემამ ფრთები „ქართული ოცნების“ პირობებში გაშალა - მე ამერიკული მხარის გადაწყვეტილებაში ეჭვი არ შემაქვს , - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „პოლიტიკურ სივრცეში“ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ქართველი მოსამართლეების დასანქცირების საკითხზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, მურუსიძე და ჩინჩალაძე „ქართული ოცნების“ რეჟიმის მსახურები არიან.

„ამერიკამ თქვა, რადგან თქვენ არ იძიებთ, კი ბატონო, მე დავადებ სანქციებს. რაზე ვლაპარაკობთ, უზენაესი სასამართლოს მოსამართლე თვითმკვლელობას აპირებდა უზენაესი სასამართლოს შენობაში. რამდენი ადამიანი გაანადგურეს და რამდენ ადამიანს გადაუარეს. ჩვენ ეს ფაქტები ხომ ვიცით. მურუსიძე და ჩინჩალაძე თავიდან ბოლომდე ამ რეჟიმის მსახურები არიან.

„ნაციონალური მოძრაობა“ კი არ დაკარგავდა ხელისუფლებას საბაჟო რეფორმა, პატრულის რეფორმა და იუსტიციის სახლები რომ ყოფილიყო მხოლოდ. ხელისუფლება სწორედ ამ სასამართლოს გამო დაკარგა, რომელიც იმ გადაწყვეტილებებს იღებდა, რომელსაც პროკურატურიდან იღებდა. ამიტომ ამაზე ღიად უნდა ვთქვათ, რომ ეს იყო სისტემური პრობლემა, რომელიც იყო მართლმსაჯულებში, მაგრამ 11 წელი გავიდა და რაღაზე ვლაპარაკობთ. რეალურად ბიძინა ივანიშვილმა ხალხი მოატყუა, რომ ვითომ სამართლიანობის აღდგენა უნდა მომხდარიყო, რაც ნიშნავდა იმას, რომ სასამართლო ხელისუფლება უნდა გასწორებულიყო, თუმცა უბრალოდ ადგა, გადაიფორმა, გაცილებით უფრო მეტი უფლებამოსილება მისცა და გარდა პოლიტიკური დავალებებისა ქრთამში და კორუფციაში ჩაფლო სასამართლო სისტემა, რაც ნამდვილად არ იყო 2012 წლამდე. 2012 წლამდე ვინ მისცემდე მაგათ ასეთ აღებ-მიცემობის უფლებას, რაც დღეს აქვთ მოსამართლეებს გაჩაღებული. იმას დაემატა ზემოდან ფულის კეთება, ინვესტორების შევიწროება, ბიზნესის შევიწროება, უსამართლო გადაწყვეტილებები და მივიღეთ კატასტროფული კლანი. უფრო მეტიც, ეს კლანი ისე გავეშდა, რომ საკუთარი ოჯახის წევრები განაწესეს მოსამართლეებად და უმრავლესობაში რატომ არიან?! იმიტომ, რომ ნათლია, ნათლული, თანაშემწე, დეიდაშვილი, ძმა, და, შვილი - ასეა დღეს სასამართლო სისტემა და უმცირესობაში არიან ღირსეული მოსამართლეები, რომლებსაც ხმის ამოღება აუკრძალეს კანონით“, - განაცხადა ვაშაძემ.

ანდრო  გოცირიძე - დასავლური მხარდაჭერის გარეშე საქართველოს სახელმწიფოს არსებობას სერიოზული საფრთხეები ემუქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.10.2024
იან კელი - აშშ-ს პრეზიდენტის მიღებაზე მიწვევას არ ვუუქმებთ მთავრობებს, რომლებსაც მეგობრად ვთვლით
2024 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელია ნათია უჩავა
4 და 5 ოქტომბერს წინანდლის მამული „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმს უმასპინძლებს
„მაკდონალდს საქართველოს“ უახლესი ეკო სტანდარტებით აღჭურვილი ორი ახალი რესტორანი შეემატა
საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერთა ასოციაციისა და კომპანია მონაცემთა დაცვის ოფიცრის დამფუძნებლებმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო კონგრესში მიიღეს მონაწილეობა
როგორ დავიფინანსოთ სწავლა - უპრეცედენტო შეთავაზება სტუდენტებს
ქართულ მედია სივრცეში ახალი ონლაინ გამოცემა Urban Media გამოჩნდა