კრიპტოს განაღდება მარტივდება - ფიქსირებული 3% კრიპტომატიდან განაღდებისას

კრიპტოვალუტა, იგივე ვირტუალური აქტივი, წლიდან წლამდე სულ უფრო პოპულარული ხდება. მისი გამოყენება იზრდება მთელ მსოფლიოში და მათ შორის, საქართველოშიც.

ზოგადად, კრიპტოვალუტების ისტორია 2008 წლიდან იწყება. მან გამოჩენისთანავე საზოგადოების ძალიან დიდი ყურადღება დაიმსახურა და დღემდე ინტენსიურად იკიდებს ფეხს. კრიპტოვალუტების გამოჩენის საწყის ეტაპზე მომხმარებელი მათ ძირითადად სავაჭრო ვირტუალურ აქტივად იყენებდა. ახლა კი კრიპტომ უკვე განვითარების ისეთ ეტაპს მიაღწია, როდესაც მას რეალურ ცხოვრებაშიც აქტიურად იყენებენ, როგორც სხვა ნებისმიერ ვალუტას. უკვე თავისუფლადაა შესაძლებელი კრიპტო ტრანზაქციების განხორციელება, გადაცვლა, თუ ნივთების შეძენაც - როგორც ვირტუალურ, ისე რეალურ სამყაროში.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, კრიპტოვალუტებისს ცნობადობა და მოხმარება მუდმივად მზარდია, თუმცა ისევე როგორც ყველაფერი ახლის მიმართ, მის მიმართაც მომხმარებელს კვლავ აქვს კითხვები თუ ეჭვები. მათ შორის ყველაზე აქტუალურია - სად და რა პირობებით ხდება კრიპტოს განაღდება? რა პროცედურებთანაა ის დაკავშირებული და რამდენია განაღდების საკომისიო.

მომხმარებლების ნაწილს აქვს მოლოდინი, რომ განაღდება შეიძლება ძვირი დაუჯდეთ - ფარული საკომისიოებისა თუ არასრული ინფორმაციის ფლობის გამო. მათ ასევე ხშირად არ იციან იმ პუნქტების მისამართები, სადაც განაღდებაა შესაძლებელი. სწორედ ამ კითხვებზე პასუხების არ ქონის გამო, თავს იკავებენ ან სულაც, უარს ამბობენ კრიპტოს მოხმარებაზე.

ამ გამოწვევასთან გასამკლავებლად და საზოგადოების ცნობიერების ასამაღლებლად „კრიპტალი“ იწყებს ახალ კამპანიას, რომლის ფარგლებშიც ყველა მომხმარებელს კრიპტოს განაღდება ფიქსირებულ 3%-ში შეეძლება. თბილისის მასშტაბით 20-მდე ლოკაციაზე შესაძლებელი ხდება კრიპტოს ყოველგვარი დამატებითი თუ ფარული საკომისიოს გარეშე განაღდება და რაც მთავარია, მხოლოდ 3%-ში.

ლოკაციების ჩამონათვალი, სადაც კრიპტოს განაღდებაა შესაძლებელი, შემდეგნაირია:

  • ისანი მოლი – ნავთლუღის 8ა
  • სითი მოლი გლდანი – ხიზაბავრის 1
  • სითი მოლი საბურთალო – პ. ქავთარაძის 1
  • ჰოუმმარტი – ი. ჭავჭავაძის გამზ. 37ლ
  • გალერია თბილისი – რუსთაველის გამზ. 2/4
  • თბილისი მოლი – აღმაშენებლის ხეივანი მე-16 კმ (GB ახალი)
  • აქსისი ყაზბეგი - ყაზბეგის გამზ. 24გ
  • დიღომი გუდვილი - ფარნავაზ მეფის 34
  • სპარი - რუსთავი, მესხიშვილის 12
  • ბაზარი ორბელიანზე - ვეკუას ქუჩა 3ა
  • თბილისი ცენტრალი - ვაგზლის მოედანი 2
  • პიქსელი - ჭავჭავაძის გამზ. 34
  • გორგია - დიდუბის მეტროსთან, წერეთელის გამზ.140
  • აქსის თაუერსი, ჭავჭავაძის გამზ. 37ლ
  • ნიკორა, კოტე მარჯანიშვილის 16, კორპ 4 (უზნაძის კვეთაზე)
  • ნიკორა - ვაზისუბანი, I მკრ, თეოფანე დავითაიას ქუჩა #2
  • ნიკორა, კუპრაძის 74, ჰუალინგის დასახლება
  • ნიკორა, ადამ მიცკევიჩის 27ბ
  • „მერანი“ – რუსთაველის გამზ. 42 (-1 სართული, ლიფტთან)
  • ბათუმი, "მეტრო სითი"/ეიფორია– ლეხ და მარია კაჩინსკების 1
  • ბათუმი, კაზინო ივერია - ეგნატე ნინოშვილის 1
  • რუხის სავაჭრო ცენტრი > საინფორმაციო საკონსულტაციო ცენტრი აფხაზეთი - ზუგდიდი

კომპანიაში აღნიშნავენ, რომ აღნიშნული ცვლილება კრიპტოვალუტას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს გახდის, მის უფრო მარტივად ათვისებას და დამკვიდრებას ხელს შეუწყობს.

(R)

გიორგი კაჭარავა - კირიენკო აფხაზეთში მოსკოვის ინტერესებს თაფლაკვერისა და მათრახის ბალანსირებით ახდენს - ამ ეტაპზე თაფლაკვერი ჭარბობს
ქართული პრესის მიმოხილვა 08.12.2025
იმედი L-ის მომხმარებლები ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევას 3 თვე საჩუქრად მიიღებენ
„გალფი“ რეგიონებში ვებ პროგრამირების და ხელოვნური ინტელექტის კურსებს დააფინანსებს
ბორჯომში განახლებული „სმარტი“ გაიხსნა