საგარეჯოს საკრებულოში „ლელოს“ წევრი აცხადებს, რომ კომპანია „მეტალ პლუსის“ დირექტორი ემუქრება და მის დაშინებას ცდილობს

საგარეჯოს საკრებულოში „ლელოს“ წევრის, თაკო ყორღანაშვილის განცხადებით, კომპანია „მეტალ პლუსის“ დირექტორი, გიორგი მუზაშვილი ემუქრება და მის დაშინებას ცდილობს.

როგორც თაკო ყორღანაშვილი აცხადებს, მუზაშვილის მხრიდან მუქარის ზარი მას შემდეგ განხორციელდა, რაც მან „მეტალ პლიუსი“ მოგებული ტენდერების შეუსრულებლობაში, დარღვევებსა და ტენდერით მოთხოვნილის ნაცვლად იაფფასიანი რუსული ინვენტარით ჩანაცვლებაში დაადანაშაულა.

მისივე ინფორმაციით, საგარეჯოს საკრებულოში მან რამდენჯერმე დასვა საკითხი „მეტალ პლუსის“ შავ სიაში შეყვანის თაობაზე. თუმცა, მიუხედავად არსებული დარღვევებისა და გადაცდომებისა, ხელისუფლების მხრიდან აღნიშნულ ფაქტს რეაგირება არ მოჰყოლია და „მეტალ პლიუსი“ მხოლოდ საგარეჯოში, არსებული ინფორმაციით, 6-მდე პროექტს ახორციელებს, საქართველოს მასშტაბით კი, 12 მილიონზე მეტი ლარის ტენდერები აქვს მოგებული, მათ შორის არის 3 დაჩქარებული წესით.

„ლელოს“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ტენდერებს „მეტალპლიუსი“ 2021 წლიდან ახორციელებს საგარეჯოში და ვადების გასვლის მიუხედავად, არც ერთი არ შეუსრულებია.

„საგარეჯოს #1 საბავშვო ბაღის ეზოს მოწყობის პროექტი უნდა დასრულებულიყო ოქტომბერში, თუმცა ჯერ კიდევ არ დასრულებულა. პროექტის მიმდინარეობის დროს შეცვალეს პირობები და ხარისხიანი ატრაქციონები ჩაანაცვლეს უფრო იაფფასიანი რუსული საქანელებით. ასევე, კომპანია „მეტალ პლიუსს“ ევალებოდა საგარეჯოს სკვერის კეთილმოწყობა, თუმცა პროექტი ჯერ კიდევ დაუსრულებელია. დაუსრულებელია და არავინ იცის, როდის დასრულდება სოფელ კოდაში ტურისტული ცენტრის შენობის მშენებლობა. ეს პროექტიც, როგორც ყველა სხვა, რამდენჯერმე გადავადდა, მაგრამ დასრულებული ჯერ კიდევ არ არის“, - ნათქვამია პარტიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის