პაატა მანჯგალაძე - ცრუ მოლოდინია, თითქოს ოლიგარქიის პირობებში შესაძლებელია მიიღო კანონი, რომელიც დეოლიგარქიზაციას მოახდენს

ცრუ მოლოდინია, თითქოს ოლიგარქიის პირობებში შესაძლებელია მიიღო კანონი, რომელიც დეოლიგარქიზაციას მოახდენს, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციის კოლეგიალობიდან გამომდინარე, „ნაციონალური მოძრაობის“ პროექტს მხარს დაუჭერს, თუმცა, არ აქვს ილუზია, რომ ხელისუფლების ცვლილების გარეშე დეოლიგარქიზაცია შესაძლებელია.

„ვერავითარი დეოლიგარქიზაცია ვერ მოხდება ვიდრე „ქართული ოცნება" და ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებაშია. ეს არის ცრუ მოლოდინის გაჩენა, რომ თითქოს ოლიგარქიის პირობებში შესაძლებელია ქვეყანაში მიიღო კანონი, რომელიც მოახდენს დეოლიგარქიზაციას. ოლიგარქია არ მიიღებს კანონს, რომელიც ოლიგარქის არსებობას შეეწინააღმდეგება ქვეყანაში. არცერთი მთავრობის წევრი არ გამოდის ისე, რომ ჯერ ღმერთივით ივანიშვილი არ ახსენოს და შემდეგ იწყებენ საუბარს. მე თუ არჩევანი მექნება „ქოცის" და "ნაციონალური მოძრაობის" ვერსიებს შორის, ოპოზიციის ვერსიას დავუჭერ კოლეგიალობიდან გამომდინარე მხარს, მაგრამ არ მაქვს ილუზია, რომ დეოლიგარქიზაცია ხელისუფლებიდან „ქართული ოცნების" ჩამოშორების გარეშე მოხდება,"- განაცხადა მანჯგალაძემ.

ცნობისთვის, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი, დღევანდელ სხდომაზე, “დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონის პროექტის კორექტირებულ ვარიანტს განიხილავს.

დღეს გახდება ცნობილი, ვენეციის კომისიის რეკომენდაციების საფუძველზე როგორ შეიცვლება პროექტი და რა ცვლილებები აისახება მასში.

დღესვე, იურიდიულ საკითხთა კომიტეტი „ოლიგარქიული მმართველობის წინააღმდეგ” ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ შეთავაზებულ პროექტზეც იმსჯელებს.

იან კელი - აშშ-ს პრეზიდენტის მიღებაზე მიწვევას არ ვუუქმებთ მთავრობებს, რომლებსაც მეგობრად ვთვლით
ქართული პრესის მიმოხილვა 03.10.2024
კორნელი კაკაჩია - ანტიდასავლური და ანტიამერიკული რადიკალიზმით და საზოგადოების გამყოფი იაფფასიანი პოპულიზმით „ქართულმა ოცნებამ“ საკუთარი თავი, პრაქტიკულად, ჩიხში მოაქცია
2024 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელია ნათია უჩავა
4 და 5 ოქტომბერს წინანდლის მამული „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმს უმასპინძლებს
„მაკდონალდს საქართველოს“ უახლესი ეკო სტანდარტებით აღჭურვილი ორი ახალი რესტორანი შეემატა
საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერთა ასოციაციისა და კომპანია მონაცემთა დაცვის ოფიცრის დამფუძნებლებმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო კონგრესში მიიღეს მონაწილეობა
როგორ დავიფინანსოთ სწავლა - უპრეცედენტო შეთავაზება სტუდენტებს
ქართულ მედია სივრცეში ახალი ონლაინ გამოცემა Urban Media გამოჩნდა