შალვა პაპუაშვილი - სახალხო დამცველს განვიხილავთ, როგორც პარლამენტისთვის დამხმარე ინსტრუმენტს, რომ გვქონდეს სრული ინფორმაცია საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ

პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, განიხილავს სახალხო დამცველს, როგორც პარლამენტისთვის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან დამხმარე ინსტრუმენტს იმისთვის, რომ პარლამენტს ჰქონდეს სრული ინფორმაცია ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ საქართველოში.

როგორც მან ლევან იოსელიანთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, სახალხო დამცველისთვისაც მნიშვნელოვანია პარლამენტთან თანამშრომლობა, რომ მის მიერ გაცემული რეკომენდაციები სწორედ პარლამენტის დახმარებით შესრულდეს.

„ჩვენ განვიხილავთ სახალხო დამცველს, როგორც პარლამენტისთვის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან დამხმარე ინსტრუმენტს იმისთვის, რომ პარლამენტს ჰქონდეს სრული ინფორმაცია ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ საქართველოში და პარლამენტმა შეძლოს, მათ შორის ამ საკითხებზე რეაგირება. ვფიქრობ, სახალხო დამცველისთვისაც მნიშვნელოვანია პარლამენტთან თანამშრომლობა, ვინაიდან პარლამენტი მისცემს მას შესაძლებლობას,ის რეკომენდაციები, რომელიც სახალხო დამცველს აქვს, სწორედ პარლამენტის დახმარებით შესრულდეს. ამიტომ, დარწმუნებული ვარ, ჩვენ თანამშრომლობის ძალიან კარგი შედეგი გვექნება, რომლის მთავარი მიზანი და შედეგი უნდა იყოს ის, რომ ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ სიტუაცია მეტად გაუმჯობესდეს და შედეგებზე იყოს ორიენტირებული“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

ბუნდესტაგის წევრი რობინ ვაგენერი - ჩვენ არ გვსურს საქართველოს მოსახლეობის დასჯა, თუმცა ცხადად ვაცხადებთ, რომ ამ კურსით არ იქნება ევროკავშირში გაწევრიანება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.10.2024
თენგიზ ფხალაძე - რეზოლუციის აღსრულების ვადებთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება არჩევნების შედეგად იქნება მიღებული, თუმცა, შესაძლოა, „ოცნების“ რომელიმე ნაბიჯმა პროვოცირება გაუკეთოს გადაწყვეტილებების იმაზე ადრე მიღებას, ვიდრე იგეგმება
„ბიბლუსში“ გიორგი კეკელიძის წიგნის „დედა და ილია“ საჯარო წარდგენა გაიმართება
Samsung-ის ფესტივალი დაიწყო - განაახლე ტექნიკა საუკეთესო შეთავაზებით
თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზნესისთვის, რომელიც დროს და რესურსებს დაგიზოგავს
„სილქ დეველოპმენტი“ ბათუმის შუაგულში ახალ პროექტს აანონსებს
„ბანკი ქართუს“ მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - ბოლნისში თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო გაიხსნა
კოლიერსის გუნდის შეფასება და ლოპოტა სპა რეზორტის  ახალი ეტაპი