ანრი ოხანაშვილი - ვინ უნდა დაიბარონ პარლამენტის საგამოძიებო კომისიაში? - მოსამართლე, რომელსაც კონსტიტუციით უფლება არა აქვს და ეკრძალება ვინმეს ანგარიში ჩააბაროს რაიმე საქმესთან დაკავშირებით?!

ვინ უნდა დაიბარონ პარლამენტის საგამოძიებო კომისიაში? - მოსამართლე, რომელსაც კონსტიტუციით უფლება არა აქვს და ეკრძალება ვინმეს ანგარიში ჩააბაროს რაიმე საქმესთან დაკავშირებით?! რომელ კონსტიტუციურ წესრიგში ჯდება, რომ მოსამართლის დაბარება სურს ოპოზიციას საგამოძიებო კომისიის ფარგლებში - ეს ნონსენსი და წარმოუდგენელია! - ასე ეხმაურება საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივას პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი.

მისივე თქმით, "რადიკალური და დესტრუქციული ოპოზიციის ინტერესია, სასამართლოზე იყოს წნეხი და ზეწოლა".

"მათი ამოცანაა, პოლიტიკური მეთოდებით და ინსტრუმენტებით უკანონო გავლენა და ზეგავლენა მოახდინონ მოსამართლეებზე. ეს არის კონსტიტუციის საწინააღმდეგო. ვინ უნდა დაიბარონ საგამოძიებო კომისიაში, მოსამართლე, რომელსაც კონსტიტუციით, უფლება არ აქვს და ეკრძალება ვინმეს ანგარიში ჩააბაროს რაიმე საქმესთან დაკავშირებით? რომელ კონსტიტუციურ წესრიგში ჯდება, რომ მოსამართლის დაბარება სურს ოპოზიციას საგამოძიებო კომისიის ფარგლებში, ეს ნონსენსია და წარმოუდგენელია. ეს ყველაფერი პირდაპირ ხომ არ მიუთითებს იმაზე, რომ ისინი არიან კონკრეტული საქმეებით დაინტერესებული, მათ შორის იმით, რაზეც სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ მართლმსაჯულებამ კანონიერი გადაწყვეტილება მიიღო. ამის მიუხედავად, მათ სურთ, პოლიტიკური შურისძიებით მოსამართლეები მოიყვანონ, მათზე მოახდინონ პოლიტიკური წნეხი და ზეწოლა მათ შორის იმ გადაწყვეტილებებზე, რომელიც სასამართლოს აქვს მისაღები. ეს ყველაფერი პირდაპირი ზეწოლაა სასამართლოზე. როგორ წარმოგიდგენიათ, ამ ექსტრემისტული ოპოზიციურმა ჯგუფებმა რომც გამოკვეთონ, რომ არავითარი დარღვევა არ ყოფილა, რომელიმე გამოვა და ამას იტყვის, რომ ადგილი არ ჰქონია დარღვევას? - თუ მათი ინტერესია რაიმეს დადგენა, ჯერ უნდა ითხოვდნენ, მტკიცებულებებს რატომ სდებენ მოსამართლეებს კონკრეტულ ბრალს!" - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

გაერთიანებული სამეფოს ელჩი გარეტ უორდი - „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონი არის არაპროპორციული, ახშობს სიტყვის თავისუფლებას და ახდენს მათ სტიგმატიზაციას, ვინც საზოგადოებისთვის სასარგებლო საქმეს აკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 14.10.2024
„ბიბლუსში“ გიორგი კეკელიძის წიგნის „დედა და ილია“ საჯარო წარდგენა გაიმართება
Samsung-ის ფესტივალი დაიწყო - განაახლე ტექნიკა საუკეთესო შეთავაზებით
თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზნესისთვის, რომელიც დროს და რესურსებს დაგიზოგავს
„სილქ დეველოპმენტი“ ბათუმის შუაგულში ახალ პროექტს აანონსებს
„ბანკი ქართუს“ მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - ბოლნისში თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო გაიხსნა
კოლიერსის გუნდის შეფასება და ლოპოტა სპა რეზორტის  ახალი ეტაპი