შალვა პაპუაშვილი - ვენეციის კომისიისგან მიღებული რეკომენდაციებით პარლამენტი ძალიან კარგ პროექტს შეიმუშავებს - დეოლიგარქიზაციის კანონი არ ეხება კონკრეტულ ადამიანებს

იმ რეკომენდაციების გათვალისწინებით, რომელიც ვენეციის კომისიისგან გვაქვს, პარლამენტი ძალიან კარგ, დახვეწილ პროექტს შეიმუშავებს - დეოლიგარქიზაციის კანონი არ ეხება კონკრეტულ ადამიანებს და წინმსწრებით დასახელება ვინ უნდა იყოს და ვინ არა, შეუძლებელია, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განუცხადა.

მისივე თქმით, ვენეციის კომისიას მიღებული კანონპროექტი, რეკომენდაციების გათვალისწინების შემდეგ, განმეორებით გაეგზავნება.

„ჩვენ ვნახეთ გუშინ კომიტეტებმა განიხილეს „ნაციონალური მოძრაობის“ ინიციატივა. აღმოჩნდა, რომ თავად ოპოზიცია მხარს უჭერს დეოლიგარქიზაციის კანონს, ანუ იმ ვერსიას, რომელიც მათ ჰქონდათ. თურმე, პრობლემა არ აქვთ იმასთან დაკავშირებით, რომ დეოლიგარქიზაცია სპეციალური კანონით მოწესრიგდეს. გამოდის, რომ ამ საკითხზე უკვე არსებობს პარლამენტში თანხმობა, მათ შორის, ოპოზიციის მხრიდან, რომ დეოლიგარქიზაციის სპეციალური კანონი არის მისაღები ფორმა საკითხის რეგულაციისთვის.

რაც შეეხება პროექტს, ყველამ ვნახეთ რა რეკომენდაციებიც იყო ჩამოსული. ამ რეკომენდაციების სრული გათვალისწინებით იმსჯელებს კომიტეტი და ეს პროექტი ამ რეკომენდაციების და შენიშვნების გათვალისწინებით ხელახლა გადაეგზავნება ვენეციის კომისიას. ამ მხრივ, ვფიქრობ, რომ პრობლემა არ იქნება.

ევროკომისიის რეკომენდაციაში წერია, რომ საუბარი უნდა იყოს პოლიტიკაზე, ეკონომიკასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაზე ჭარბი გავლენების საკითხებზე. ეს არის ოლიგარქის დეფინიცია და გავლენა არ არის აუცილებელი იყოს ხელისუფლებაზე. საზოგადოებრივ ცხოვრებაზე მედიასაც კი აქვს გავლენა. მედიამ შეიძლება კიდევ უფრო მეტი გავლენა მოახდინოს პოლიტიკურ პროცესებზე, ვიდრე ერთმა ცალკე აღებულმა ჩინოვნიკმა. სპორტული თაღლითობა, რომელსაც მიმართავს „ნაციონალური მოძრაობა” ძალიან ადვილი წასაკითხია. ჩვენ ვთქვით, რომ ეს არ უნდა იყოს ადამიანსა და ინდივიდზე მორგებული, ცალკეული ადამიანის მიზანში ამოღება და ასე კანონის შემუშავება, უნდა იყოს ზოგადი პრინციპი. ვფიქრობ, რომ იმ რეკომენდაციების გათვალისწინებით, რომელიც ვენეციის კომისიისგან გვაქვს, საქართველოს პარლამენტი ძალიან კარგ, დახვეწილ პროექტს შეიმუშავებს. მე ვფიქრობ, რომ ეს კანონი გავრცელდება ადამიანებზე, ადამიანები კი არსებობენ სხვადასხვა პოლიტიკური გემოვნების. მთავარი არის ის, რომ გავრცელდეს ყველა ადამიანზე, ეს გულისხმობს თანასწორობას. ეს კანონი არ ეხება კონკრეტულ ადამიანებს, ეს ეხება ადამიანებს, რომლებიც აკმაყოფილებენ რაღაც კრიტერიუმებს. ამ კრიტერიუმებზე უნდა შევთანხმდეთ. წინმსწრებით დასახელება ვინ უნდა იყოს და ვინ არა, შეუძლებელია“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

ანდრო  გოცირიძე - დასავლური მხარდაჭერის გარეშე საქართველოს სახელმწიფოს არსებობას სერიოზული საფრთხეები ემუქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.10.2024
იან კელი - აშშ-ს პრეზიდენტის მიღებაზე მიწვევას არ ვუუქმებთ მთავრობებს, რომლებსაც მეგობრად ვთვლით
2024 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელია ნათია უჩავა
4 და 5 ოქტომბერს წინანდლის მამული „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმს უმასპინძლებს
„მაკდონალდს საქართველოს“ უახლესი ეკო სტანდარტებით აღჭურვილი ორი ახალი რესტორანი შეემატა
საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერთა ასოციაციისა და კომპანია მონაცემთა დაცვის ოფიცრის დამფუძნებლებმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო კონგრესში მიიღეს მონაწილეობა
როგორ დავიფინანსოთ სწავლა - უპრეცედენტო შეთავაზება სტუდენტებს
ქართულ მედია სივრცეში ახალი ონლაინ გამოცემა Urban Media გამოჩნდა