ლევან ბეჟაშვილი - მკითხაობა არ არის საჭირო - მოსამართლეებთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი კენჭისყრაზე დადგება და მას ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ მხარს დაუჭერს

მკითხაობა არ არის საჭირო - მოსამართლეებთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი კენჭისყრაზე დადგება და მას ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ მხარს დაუჭერს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს დეპუტატმა ლევან ბეჟაშვილმა განუცხადა.

ბეჟაშვილის თქმით, ისინი საგამოძიებო კომისიის მუშაობაში აქტიურ მონაწილეობას მიიღებენ.

„მას შემდეგ, რაც ამერიკის მხრიდან ოთხი მოსამართლის დასანქცირება მოხდა და ეს უკვე დადგენილი ფაქტია, ამას გამოძიება არ სჭირდება. გამოსაძიებელია კლანური მმართველობა და უამრავი კორუფციული ფაქტი, რაც კომისიამ უნდა შეისწავლოს.

გამოძიების საგანი უნდა იყოს „კლანური“ სისტემის შექმნის საკითხი, „კლანის“ გაძლიერება როგორ ხდებოდა, კლანში შემავალი მოსამართლეების კორუფციული გარიგებები და მათი დაუსაბუთებელი ქონება“, - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

იან კელი - აშშ-ს პრეზიდენტის მიღებაზე მიწვევას არ ვუუქმებთ მთავრობებს, რომლებსაც მეგობრად ვთვლით
ქართული პრესის მიმოხილვა 03.10.2024
კორნელი კაკაჩია - ანტიდასავლური და ანტიამერიკული რადიკალიზმით და საზოგადოების გამყოფი იაფფასიანი პოპულიზმით „ქართულმა ოცნებამ“ საკუთარი თავი, პრაქტიკულად, ჩიხში მოაქცია
საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერთა ასოციაციისა და კომპანია მონაცემთა დაცვის ოფიცრის დამფუძნებლებმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო კონგრესში მიიღეს მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - 26 ოქტომბრიდან ივანიშვილმა ისევ ბეწვის ხიდზე გააგრძელოს სიარული, ჩვენ, ქართველებმა კი მყარ ნიადაგზე ვიაროთ და ვატაროთ ეს ქვეყანა ევროპისკენ
„საბვეი“, „ვენდისი“ და „დანკინი“ თანამშრომლებისთვის სტუდენტურ გრანტებს გასცემენ
ჯპს 29 წლისაა - წლის განსაკუთრებული ფასდაკლებების ფესტივალი