დავით ჭიჭინაძე მოსამართლეების დასანქცირებაზე - საგამოძიებო კომისიების შექმნით გარკვეულ პოლიტიკოსებს უნდათ რაღაც აქტივი დაიწერონ და კიდევ შოუ მოაწყონ, თორემ რა არის გამოსაძიებელი

ეს გზავნილია იმ წვრილფეხობისთვის, რომელიც ასე ყოყლოჩინობს, მაგრამ ფული აქვს მოპარული. სათავისოდ გამოყენებული თანამდებობების გამო მათ დასჯიან, - ამის შესახებ „ტრიბუნას“ ლიდერმა, დავით ჭიჭინაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ მოსამართლეების დასანქცირების საკითხზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნულ საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნით გარკვეულ პოლიტიკოსებს მხოლოდ აქტივის დაწერა და შოუს მოწყობა სურთ, რადგან გამოსაძიებელი არაფერი არ არის.

„მე ვფიქრობ, რომ სანქციები გაგრძელდება. ის, რომ ამ მოსამართლეებზე ითქვა, რომ ისინი არიან კორუმპირებულები, საზოგადოებას არ გაუპროტესტებია, რადგან მათ იციან, რომ ეს ადამიანები არიან კორუმპირებულები და ეს, უბრალოდ კიდევ ერთხელ იქნა დადასტურებული და დადასტურებული იქნა საკმაოდ მაღალ დონეზე. მე ვფიქრობ, კომისიების შექმნით გარკვეულ პოლიტიკოსებს უნდათ რაღაც აქტივი დაიწერონ და კიდევ შოუ მოაწყონ, თორემ რა არის გამოსაძიებელი.

ეს გზავნილია იმ წვრილფეხობისთვის, რომელიც ასე ყოყლოჩინობს, მაგრამ ფული აქვს მოპარული. სათავისოდ გამოყენებული თანამდებობების გამო მათ დასჯიან. რეალურად ის ადამიანები ხედავენ, რომ ქართველ ხალხს აბსოლუტურად სხვა მოთხოვნილება აქვს და ქართველი ხალხი არ იმსახურებს ასეთ ხელისუფლებას. საბოლოო ჯამში მე დარწმუნებული ვარ, რომ მოვა ნორმალური ხელისუფლება და ამ ხალხის მოპარული ფული დაუბრუნდება ქართველ ხალხს“, - განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

ის ასევე გამოეხმაურა BBC-ს მიერ მილიარდ დოლარიან თაღლითურ სქემასთან დაკავშირებით საგამოძიებო სტატიის გამოქვეყნებას, სადაც დავით კეზერაშვილი ერთ-ერთ მთავარ ორგანიზატორადაა მოხსენიებული და აღნიშნა, რომ ეს სახელმწიფოსთვის რეპუტაციული ზიანია.

„ქართულ ოცნებასთან“ რომ არიან შეკრულები ეს იქიდანაც ჩანს, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ გადატრიალება „ქართული ოცნების“ მეშვეობით მოხდა. თუ იმას შევხედავთ როგორ აგორდა ეს ყველაფერი და ვისთან დაპირისპირების გამო მოხდა - მელიას ჩაჩოჩება, პირდაპირ ჩანს. შემდეგ ქონებების აღდგენა კეზერაშვილისთვის. ხელისუფლება საერთოდ თითიდან გამოწოვილი ბრალდებებით აღძრავს ხოლმე საქმეს და ყველანაირი ბერკეტით ამ ქვეყანაში მთავარს, სამართალს კლავს. ეს საკითხი რეპუტაციული ზიანია სახელმწიფოსთვის“, - განაცხადა ჭიჭინაძემ.

ბუნდესტაგის წევრი რობინ ვაგენერი - ჩვენ არ გვსურს საქართველოს მოსახლეობის დასჯა, თუმცა ცხადად ვაცხადებთ, რომ ამ კურსით არ იქნება ევროკავშირში გაწევრიანება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.10.2024
თენგიზ ფხალაძე - რეზოლუციის აღსრულების ვადებთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება არჩევნების შედეგად იქნება მიღებული, თუმცა, შესაძლოა, „ოცნების“ რომელიმე ნაბიჯმა პროვოცირება გაუკეთოს გადაწყვეტილებების იმაზე ადრე მიღებას, ვიდრე იგეგმება
„ბანკი ქართუს“ მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - ბოლნისში თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო გაიხსნა
კოლიერსის გუნდის შეფასება და ლოპოტა სპა რეზორტის  ახალი ეტაპი
წინანდლის მამულში „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმი წარმატებით ჩატარდა
Gebrüder Weiss-ი თბილისში არსებულ ლოგისტიკურ ცენტრს აფართოებს
ახალი მედიკამენტების კვლევა და განვითარება GM PHARMA-ში