დევი ჭანკოტაძე - თავდაცვის ახალი კოდექსი პირდაპირი კორუფციის წყაროა და კავშირში ძლიერ ჯართან და რეზერვთან არ არის

თავდაცვის ახალი კოდექსი არის პირდაპირი კორუფციის წყარო - ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, დევი ჭანკოტაძემ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, თავდაცვის ახალი კოდექსი არ არის კავშირში ძლიერ ჯართან და რეზერვთან.

„ეს კოდექსი, რომელიც ახლა არის განხილული, არის პირდაპირ კორუფციის წყარო. ეს ფული, რომელიც უნდა წასულიყო ბიუჯეტში, წავა ჩინოვნიკის ჯიბეში. მე ამას ვხედავ, როგორც საბჭოთა კავშირის დროს მოქმედი სამხედრო კომისარიატების აღდგენის მცდელობა და, რა თქმა უნდა, ვარ ამის წინააღმდეგი. „რუსულ ოცნებას“ არ აქვს არავითარი სურვილი, რომ საქართველოს ჰყავდეს ძლიერი ჯარი და ძლიერი რეზერვი, რადგან ჩვენ ვიცით, რომ ომს რეზერვი იგებს“, - განაცხადა დევი ჭანკოტაძემ.

ბუნდესტაგის წევრი რობინ ვაგენერი - ჩვენ არ გვსურს საქართველოს მოსახლეობის დასჯა, თუმცა ცხადად ვაცხადებთ, რომ ამ კურსით არ იქნება ევროკავშირში გაწევრიანება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.10.2024
ვახტანგ ძაბირაძე - თუ  არჩევნების შემდეგ რუსეთს საქართველოში სიტუაციის არევა აწყობს, იგი ამის გაკეთებას შეეცდება, მას ამისთვის სამხედრო ძალის შემოყვანა არ დასჭირდება, აქ მეხუთე კოლონა საკმაოდ ძლიერი ჰყავს
„ბიბლუსში“ გიორგი კეკელიძის წიგნის „დედა და ილია“ საჯარო წარდგენა გაიმართება
Samsung-ის ფესტივალი დაიწყო - განაახლე ტექნიკა საუკეთესო შეთავაზებით
თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზნესისთვის, რომელიც დროს და რესურსებს დაგიზოგავს
„სილქ დეველოპმენტი“ ბათუმის შუაგულში ახალ პროექტს აანონსებს
„ბანკი ქართუს“ მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - ბოლნისში თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო გაიხსნა
კოლიერსის გუნდის შეფასება და ლოპოტა სპა რეზორტის  ახალი ეტაპი