ოპოზიცია და ხელისუფლება, მედლის ორი მხარეა, თაღლითური ჯგუფი, ვისაც მიტაცებული, უზურპირებული აქვს ძალაუფლება და ერთად ძარცვავენ ქვეყანას, - ამის შესახებ „ტრიბუნას“ ლიდერმა, დავით ჭიჭინაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ხელისუფლება ხალხის გაძარცვისა და თაღლითობის ყველა სქემაშია ჩართული.
„რაც „ოცნების“ ჩინოვნიკების ინტერესშია, ისე აქვთ გადაკეტილი ყველაფერი, ბუზიც კი ვერ შემოფრინდება ამ ქვეყანაში, ლამის თითო ღერ სიგარეტს დასდევენ. ხალხის ძარცვის, გატყავების, თაღლითობის ყველა სქემაში არიან ჩართული და მერე ამ ყველაფერს ეკონომიკურ ზრდად გვიცხადებენ.
ახლა ის ამბავი, თითქოს ეს „ქოლცენტრები“, ასეთი მასიური ზარები, ამდენი პენსიონერის გაძარცვა და მილიონების მიტაცება, „ოცნების“ უკონტროლოდ ხდებაო, ეს წარმოუდგენელია, ისევე
როგორც ის, რომ გადატრიალებაც „ნაციონალებში“ სწორედ „ოცნების“ ხელით მოხდა.
მოკლედ, ოპოზიცია და ხელისუფლება, მედლის ორი მხარეა , თაღლითური ჯგუფი, ვისაც მიტაცებული, უზურპირებული აქვს ძალაუფლება და ერთად ძარცვავენ ქვეყანას. არც ერთმანეთის ჩანაცვლებას აპირებენ, ისეთ მომგებიან პოზიციებში არიან“, - განაცხადა დავით ჭიჭინაძემ, რომლის კომენტარსაც
პარტია „ტრიბუნა“ ავრცელებს.