რომან გოცირიძე - რისი სუს-ია თუ კეზერაშვილმა „ქოლ-ცენტრი“ დააფუძნა, თვალწინ ჰქონდათ კორპუსში და არ იცოდნენ? - მაშინ ახლავე წავიდნენ ციხეში

საქართველოში თუ კეზერაშვილმა „ქოლ- ცენტრი“ დააფუძნა, ეს სუს-მა არ იცოდა?! - რაიმე მტკიცებულება რომ ჰქონდეთ, ეს ხელისუფლება ამას დამალავდა?! - ამის შესახებ ჟურნალისტებთან ოპოზიციონერმა დეპუტატმა რომან გოცირიძემ განაცხადა.

მისი თქმით, კეზერაშვილთან დაკავშირებით "ბიბისის" ჟურნალისტური გამოძიება არ უნახავს, თუმცა, თუ ვინმე რაიმეშია დამნაშავე, ამას ევროპული სასამართლო ადგენს.

"ევროპულ სასამართლოში თუ ვიღაცამ საქმე აღძრა ან ვიღაცას უჩივლა, ევროპული სასამართლო თბილისის საქალაქო სასამართლო არ არის. ჟურნალისტური გამოძიება ათასობით ტარდება და თუ ამას რეალური საფუძველი აქვს, საკითხი სასამართლოში გადადის. ასეა მთელ ცივილიზებულ ქვეყნებში. შეიძლება ჟურნალისტმა დაწეროს არასწორი რაღაც და მეორე მხარემ უჩივლოს და ისიც სასამართლოში წავიდეს. მე რა საკითხზეც მეკითხებით, არ ვიცი, მაგრამ ნებისმიერი სიუჟეტი "ბიბისის" დონის ტელევიზიაში თუ ის არის შეცდომა და ცილისმწამებლური, ან ბოდიშს მოიხდიან, ან სასამართლოში ჯარიმას გადაახდევინებენ. საბოლოო სამართლებრივ შეფასებას მაშინ მივცემ ამას, თუ იქნება სასამართლოს ვერდიქტი. არ არის გამორიცხული პირიქით, "ბიბისის" იქით უჩივლონ. უამრავი ასეთი შემთხვევა მომხდარა.

საქართველოში რომ კეზერაშვილს "ქოლ- ცენტრი" დაეფუძნებინა, ეს სუს-მა არ იცოდა?! ჩვენი სუს-ი 130 მილიონს ისე ჭამს და ხრავს, ერთი აგენტი არ გამოუვლენია, რისი სუს-ია, თუ თვალწინ ჰქონდა უზარმაზარი "ქოლ-ცენტრი", სადღაც კორპუსში და ამას საქართველოს მთავრობა, ჩვენი უშიშროება და პოლიცია ვერ ატყობდა?! მაშინ ახლავე უნდა წავიდნენ ციხეში. სად არის ერთი მტკიცებულება? რაიმე მტკიცებულება თბილისში არსებულ "ქოლ ცენტრთან" დაკავშირებით რომ ჰქონდეთ კეზერაშვილის საწინააღმდეგოდ, ეს ხელისუფლება ამას დამალავდა?!"- განაცხადა გოცირიძემ.

ანდრო  გოცირიძე - დასავლური მხარდაჭერის გარეშე საქართველოს სახელმწიფოს არსებობას სერიოზული საფრთხეები ემუქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.10.2024
იან კელი - აშშ-ს პრეზიდენტის მიღებაზე მიწვევას არ ვუუქმებთ მთავრობებს, რომლებსაც მეგობრად ვთვლით
2024 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელია ნათია უჩავა
4 და 5 ოქტომბერს წინანდლის მამული „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმს უმასპინძლებს
„მაკდონალდს საქართველოს“ უახლესი ეკო სტანდარტებით აღჭურვილი ორი ახალი რესტორანი შეემატა
საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერთა ასოციაციისა და კომპანია მონაცემთა დაცვის ოფიცრის დამფუძნებლებმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო კონგრესში მიიღეს მონაწილეობა
როგორ დავიფინანსოთ სწავლა - უპრეცედენტო შეთავაზება სტუდენტებს
ქართულ მედია სივრცეში ახალი ონლაინ გამოცემა Urban Media გამოჩნდა