ხატია დეკანოიძე - ანტიკორუფციული ბიურო არ არის დამოუკიდებელი და ვერ განსაზღვრავს, ვინ არის ოლიგარქი - სისტემური რეფორმების გარეშე, ხელისუფლება კანონს რეპრესიებისთვის გამოიყენებს

ანტიკორუფციული ბიურო არ არის დამოუკიდებელი და ვერ განსაზღვრავს, ვინ არის ოლიგარქი და ვინ არა. თუ სისტემური რეფორმა არ იქნება, დეოლიგარქიზაციის კანონს არანაირი ღირებულება არ აქვს, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, სისტემური რეფორმა გულისხმობს რეფორმებს სასამართლოსა და ინსტიტუციების დამოუკიდებლობისთვის, ხოლო ამის არარსებობის პირობებში, ხელისუფლება კანონს რეპრესიებისთვის გამოიყენებს.

"ამ კანონმდებლობას ისინი გამოიყენებენ, როგორც რეპრესიებს მათ წინააღმდეგ, ვინც მათ უნდათ შერაცხონ ოლიგარქად და არა სისტემური რეფორმებით იმ ადამიანის მიმართ, ვინც არის ამ ქვეყნის არაფორმალური მმართველი. დამოუკიდებლობის ხარისხი ანტიკორუფციული ბიუროსი, რომელიც განსაზღვრავს, ვინ არის ოლიგარქი, არ არსებობს. არ არსებობს გარანტიები, რომ ეს არ იქნება პერსონიფიცირებული და ადამიანის უფლებების დარღვევის არანაირი რისკები არ არის მოხსნილი. მთავარი არის, რომ ის ვინც აპირებს განსაზღვროს ვინაა ოლიგარქი, არის ხელისუფლების დაქვემდებარებაში, მათ დაქვემდებარებაში, ვინც რეალურად არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა ქვეყნის განვითარების - არაფორმალურ მმართველობაზე ვსაუბრობ", - განაცხადა დეკანოიძემ.

ინფორმაციისთვის, პირის ოლიგარქად ცნობის საკითხს მთავრობის ნაცვლად, ანტიკორუფციული ბიურო გადაწყვეტს. შესაბამისი ცვლილება, „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მიერ მომზადებულ კანონპროექტში აისახა. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა "დეოლიგარქიზაციის შესახებ" კანონის პროექტი მეორე მოსმენით განიხილა.

ბუნდესტაგის წევრი რობინ ვაგენერი - ჩვენ არ გვსურს საქართველოს მოსახლეობის დასჯა, თუმცა ცხადად ვაცხადებთ, რომ ამ კურსით არ იქნება ევროკავშირში გაწევრიანება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.10.2024
თენგიზ ფხალაძე - რეზოლუციის აღსრულების ვადებთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება არჩევნების შედეგად იქნება მიღებული, თუმცა, შესაძლოა, „ოცნების“ რომელიმე ნაბიჯმა პროვოცირება გაუკეთოს გადაწყვეტილებების იმაზე ადრე მიღებას, ვიდრე იგეგმება
„ბიბლუსში“ გიორგი კეკელიძის წიგნის „დედა და ილია“ საჯარო წარდგენა გაიმართება
Samsung-ის ფესტივალი დაიწყო - განაახლე ტექნიკა საუკეთესო შეთავაზებით
თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზნესისთვის, რომელიც დროს და რესურსებს დაგიზოგავს
„სილქ დეველოპმენტი“ ბათუმის შუაგულში ახალ პროექტს აანონსებს
„ბანკი ქართუს“ მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - ბოლნისში თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო გაიხსნა
კოლიერსის გუნდის შეფასება და ლოპოტა სპა რეზორტის  ახალი ეტაპი