რატი ბრეგაძემ პორტუგალიის დიგიტალიზაციისა და ადმინისტრაციული მოდერნიზაციის საკითხებში სახელმწიფო მდივან მარიო კამპოლარგოსთან ერთობლივ დეკლარაციას მოაწერა ხელი

იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ პორტუგალიის დიგიტალიზაციისა და ადმინისტრაციული მოდერნიზაციის საკითხებში სახელმწიფო მდივან მარიო კამპოლარგოსთან ერთობლივ დეკლარაციას მოაწერა ხელი. ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინიტრო ავერცელებს.

მათი ცნობით, დოკუმენტი ითვალისწინებს ორ ქვეყანას შორის დარგობრივი თანამშრომლობის განვითარებას და გამოცდილების გაზიარებას ისეთ მნიშვნელოვან საკითხებში, როგორიცაა: ციფრული მმართველობის განხორციელების პოლიტიკა და სერვისების განვითარება.

„ერთობლივი დეკლარაციის გაფორმებამდე იუსტიციის მინისტრმა სახელმწიფო მდივან მარიო კამპოლარგოსთან შეხვედრაზე აღნიშნა, რომ მართლმსაჯულების სისტემის მოდერნიზაცია ტექნოლოგიებისა და ინოვაციების მეშვეობით არის ყველა იმ რეფორმის ქვაკუთხედი, რომელთაც ახორციელებს როგორც საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, ისე იუსტიციის სისტემაში ჩართული სხვა ინსტიტუციები.

მინისტრმა აღნიშნა, რომ სწორედ ციფრული ინსტრუმენტების, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების გამოყენებით იუსტიციის სამინისტრო, როგორც საჯარო სერვისების მიმწოდებელი უწყება, ერთი ფანჯრის პრინციპით მთელი ქვეყნის მასშტაბით 470-ზე მეტი სერვისის მიწოდებას ახორციელებს.

მინისტრმა მობილური აპლიკაცია JustApp-ის ამოქმედებაზეც ისაუბრა, რომლის საშუალებითაც ყველა სახელმწიფო სერვისი ონლაინ რეჟიმში იქნება ხელმისაწვდომი.

მინისტრმა შეხვედრაზე ხაზი გაუსვა, რომ უწყების პრიორიტეტი სერვისების დიგიტალიზაციაზე მუშაობის გაგრძელებაა, პარტნიორ ქვეყნებთან დარგობრივი თანამშრომლობა და გამოცდილების გაზიარება კი, ხელს შეუწყობს ელექტრონული მმართველობის განვითარებას ორივე ქვეყანაში. ევროკავშირში გაწევრების გზაზე დარგობრივი თანამშრომლობის ახალი სფეროების გაძლიერება განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ევროპულ სტანდარტებთან დაახლოების მიმართულებით.

პორტუგალიის დიგიტალიზაციისა და ადმინისტრაციული მოდერნიზაციის საკითხებში სახელმწიფო მდივან მარიო კამპოლარგოსთან შეხვედრას ესწრებოდა იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბექა ძამაშვილი და საქართველოს ელჩი პორტუგალიაში გიორგი მირცხულავა.

პორტუგალიაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ასევე, გაფორმდა საქართველო-პორტუგალიის მემორანდუმი; დაგეგმილია შეხვედრა იუსტიციის ცენტრში“,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
იმედი L-ის მომხმარებლები ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევას 3 თვე საჩუქრად მიიღებენ
„გალფი“ რეგიონებში ვებ პროგრამირების და ხელოვნური ინტელექტის კურსებს დააფინანსებს
BTU სტუდენტებისთვის საგრანტო ფონდს ქმნის
ბორჯომში განახლებული „სმარტი“ გაიხსნა