ხატია დეკანოიძე - ვინც ქართულ პოლიტიკაში კონსოლიდაციას ხელს უშლის, უნდა ჩამოცილდეს პოლიტიკას - კრისტალიზაცია ძალიან მნიშვნელოვანია

ყველამ უნდა ვიგრძნოთ პასუხისმგებლობა იმაზე, რომ ვინც ქართულ პოლიტიკაში კონსოლიდაციას ხელს უშლის, ნელ-ნელა უნდა ჩამოცილდეს პოლიტიკას, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა, რითაც BBC-ის მილიარდ დოლარიან თაღლითურ სქემასთან დაკავშირებით საგამოძიებო სტატიას გამოეხმაურა, რომლის ერთ-ერთ მთავარ ორგანიზატორად დავით კეზერაშვილია მოხსენიებული.

როგორც დეკანოიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ აღნიშნა, BBC-ის მიერ გამოქვეყნებული საგამოძიებო სტატია არის მძიმე ბრალდება.

მისივე თქმით, არასასიამოვნოა ამის მოსმენა, რადგან ამ ვითარებამ „ქართულ ოცნებას“ მისცა შესაძლებლობა, „თავდასხმის რეჟიმზე გადმოვიდნენ".

„BBC არის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი სტანდარტის სამაუწყებლო ორგანიზაცია. BBC-ის საგამოძიებო ჟურნალისტიკა ყველგან სახელგანთქმულია. ძალიან მძიმე ბრალდებაა. ძალიან კარგად მესმის, რა არის ტრანსნაციონალური გამოძიება. კეზერაშვილმა თქვა, რომ ბრიტანეთის სასამართლოში გაასაჩივრებს ამ ფაქტების ერთობლიობას. საქართველოში რთულია დაეყრდნო რამე სახის ობიექტური მართლმსაჯულების პრინციპს, მაგრამ სრულად მჯერა ბრიტანეთის სასამართლოსი. ასეთ სქემებზე გამოძიება, არა მხოლოდ ერთ ქვეყანაში, არამედ სხვადასხვა ქვეყანაში შეიძლება არსებობდეს.

არასასიამოვნოა ამის მოსმენა. არასასიამოვნოა იმ კონტექსტში, რომ ამ ვითარებამ „ქართულ ოცნებას“ მისცა შესაძლებლობა თავდასხმის რეჟიმში გადმოვიდნენ.

ყველამ უნდა ვიგრძნოთ პასუხისმგებლობა იმაზე, რომ ვინც ქართულ პოლიტიკაში კონსოლიდაციას ხელს უშლის, ნელ-ნელა უნდა ჩამოსცილდნენ პოლიტიკას. ახლა იმდენად ექსტრემალურ ვითარებაში ვართ და იმდენად დიდი საფრთხეა „ქართული ოცნების“ სახით, რომ კრისტალიზაცია ძალიან მნიშვნელოვანია.

„ნაციონალური მოძრაობა“ რომ საუკეთესო ფორმაში არ არის, ყველა ვხედავთ. პარტიიდან წასვლა ჩემთვის მძიმე გადაწყვეტილება იყო. მე ვფიქრობ, რომ რეალობასთან თვალის გასწორება არის აუცილებელი“, - განაცხადა დეკანოიძემ.

ამასთან, დეპუტატმა პარტია „ნაციონალური მოძრაობიდან“ წასვლის მიზეზებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ პრობლემაა, როდესაც პოლიტიკურ ორგანიზაციებში ფინანსური რესურსი, ან გავლენები ახალ პოლიტიკურ კონფიგურაციას აჩენს.

„ჩემი პრობლემა პარტია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ იყო თავმჯდომარის კანდიდატურა, რომელსაც მხარდამჭერები ჰყავდა იმ ფორმაციაში, რა ფორმაციაც დღეს „ნაციონალურ მოძრაობაში“ არსებობს. არავისთვის არ არის დასამალი და ყველა ამბობს, რომ კი, ბატონი კეზერაშვილი მხარს ლევან ხაბეიშვილს უჭერდა. მათ შორის, პოლიტსაბჭოზე მქონდა სერიოზული პრობლემა. ასევე 9 აპრილის აქცია, რაშიც მართალი აღმოვჩნდი. იყო კიდევ ბევრი შეუთანხმებლობა. როდესაც პოლიტიკურ ორგანიზაციებში ფინანსურმა რესურსმა ან გავლენებმა შეიძლება თავისი ახალი პოლიტიკური კონფიგურაცია გააჩინოს ეს, რა თქმა უნდა, არის პრობლემა“, - განაცხადა დეკანოიძემ.

სერგი კაპანაძე - „ქართული ოცნების“ მიმართ ევროპაში დამოკიდებულება აღარ შეიცვლება და ახლა ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ, გვინდა თუ არა ისეთი ხელისუფლება, რომელიც ქვეყანას იზოლაციისკენ მიაქანებს
ქართული პრესის მიმოხილვა 07.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მთავრობამ საერთოდ ხელი რომ არ გაანძრიოს, ჩვენი ეკონომიკური ზრდა 14-17%-მდე მაინც უნდა იყოს, რადგან ეს ემიგრანტების მიერ ჩამორიცხული ფულია - ისინი კი ახერხებენ, რომ ზრდა თითქმის ორჯერ ნაკლებია
„ვენდისის“ ქართული რესტორნის მენეჯერი „ვენდისის“ საერთაშორისო კონვენციაზე მსოფლიოს 5 საუკეთესო მენეჯერთა შორის აღიარეს
დაბა აგარაში მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის კონცერტი გაიმართა
ყოველწლიური საქველმოქმედო გარბენი დაჭრილ მებრძოლთა მხარდასაჭერად
განათლების მინისტრი ალექსანდრე წულაძე თბილისის 211-ე და 215-ე საჯარო სკოლებს ეწვია
ავტოინდუსტრიის წამყვანი კომპანიების წარმომადგენლები „სოკარის“ ნავთობბაზას სტუმრობდნენ
კომპანია „ახალი ნათება“ 25 წლის იუბილეს აღნიშნავს
SBC Summit-ის გლობალური შესაძლებლობა ქართული ბიზნესისთვის
საქართველოს სატრანზიტო პოტენციალი - განვითარების და ზრდის პერსპექტივები - „ჯიპიაი ჰოლდინგის“ მასშტაბური კონფერენცია გადამზიდავი კომპანიებისთვის
United Payment-მა რეგიონში პირველი ფინტექ გზავნილები დანერგა
როგორ მიიღოთ მწვანე ბარათი და იცხოვროთ ამერიკაში – შესაძლებლობა, რომელიც არ უნდა გამოტოვოთ