სალომე სამადაშვილი - ჩრდილოვანი მმართველობა მათ შორის ცუდია ოპოზიციური პარტიებისთვისაც

აბსოლუტურად წარმოუდგენელია, ქოლცენტრები ქვეყანაში ოპერირებდნენ ისე, რომ მათ არ მფარველობდნენ ძალიან მაღალ დონეზე ხელისუფლებიდან, - ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

აღნიშნული განცხადებით, ის BBC-ის მიერ მილიარდ დოლარიან თაღლითურ სქემასთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ სტატიას გამოეხმაურა, რომლის ერთ-ერთ მთავარ ორგანიზატორად დავით კეზერაშვილია მოხსენიებული.

„თუ ასეთი დანაშაული ხორციელდებოდა ჩვენს ქვეყანაში, რაზეცაა საუბარი - ქოლცენტრები, როგორ შეიძლება, ვის წარმოუდგენია, ქვეყანაში, სადაც მე მიკონტროლებენ ჩემს უახლოეს მეგობარს რას ვესაუბრები ტელეფონზე და ლამის სახლშიც დაყენებული აქვთ მოსასმენი ინსტრუმენტები, რომ ქოლცენტრების საქმიანობა განხორციელებულიყო ისე, რომ ეს ვერ გაეგო ხელისუფლებას? - კეზერაშვილი კიარა, ვინც არ უნდა იყო, თუ ასეთი არალეგალური ბიზნესია ქვეყანაში, ეს ნიშნავს პირდაპირ იმას, რომ მფარველი ამ ბიზნესს არა თუ „ქართულ ოცნებაში“ ჰყავს, არამედ ძალიან მაღალ დონეზე ჰყავს „ქართულ ოცნებაში“. სხვანაირად ამას ვერ განახორციელებდნენ“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

სალომე სამადაშვილმა დავით კეზერაშვილის მიერ ოპოზიციური პარტიების დაფინანსებაზე საუბრისას განაცხადა, რომ ჩრდილოვანი მმართველობა არა მხოლოდ ხელისუფლებისთვისაა ცუდი, არამედ ოპოზიციისთვისაც.

„როდესაც ვამბობთ, რომ ხელისუფლებას სჭირდება გამჭვირვალეობა, ვამბობთ, რომ არ უნდა ჰქონდეს ოლიგარქს მიტაცებული სახელმწიფო, ჩრდილოვანი მმართველობა არის ცუდი, ჩრდილოვანი მმართველობა მათ შორის ცუდია ოპოზიციური პარტიებისთვისაც. გამჭვირვალეობა, ანგარიშვალდებულება, ინსტიტუციური მართვა სჭირდება მათ შორის პოლიტიკურ პარტიასაც, რომელსაც აქვს პრეტენზია, რომ მართოს სახელმწიფო“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

მისივე განმარტებით, ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც მან და კიდევ ბევრმა ადამიანმა „ნაციონალური მოძრაობა“ დატოვა იყო ის, რომ „გაუგებარი იყო, ეს პარტია საერთოდ როგორ იმართებოდა და როგორ მიიღებოდა გადაწყვეტილებები“.

ბუნდესტაგის წევრი რობინ ვაგენერი - ჩვენ არ გვსურს საქართველოს მოსახლეობის დასჯა, თუმცა ცხადად ვაცხადებთ, რომ ამ კურსით არ იქნება ევროკავშირში გაწევრიანება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.10.2024
თენგიზ ფხალაძე - რეზოლუციის აღსრულების ვადებთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება არჩევნების შედეგად იქნება მიღებული, თუმცა, შესაძლოა, „ოცნების“ რომელიმე ნაბიჯმა პროვოცირება გაუკეთოს გადაწყვეტილებების იმაზე ადრე მიღებას, ვიდრე იგეგმება
„ბიბლუსში“ გიორგი კეკელიძის წიგნის „დედა და ილია“ საჯარო წარდგენა გაიმართება
Samsung-ის ფესტივალი დაიწყო - განაახლე ტექნიკა საუკეთესო შეთავაზებით
თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზნესისთვის, რომელიც დროს და რესურსებს დაგიზოგავს
„სილქ დეველოპმენტი“ ბათუმის შუაგულში ახალ პროექტს აანონსებს
„ბანკი ქართუს“ მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - ბოლნისში თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო გაიხსნა
კოლიერსის გუნდის შეფასება და ლოპოტა სპა რეზორტის  ახალი ეტაპი