რატი ბრეგაძე - აღმოჩნდა, რომ ყველა ის მეტალი, რომლებზეც აპელირებდა სააკაშვილის მხარე, არის აბსოლუტურ ნორმაში სისხლში და რაიმე სახის მოწამვლაზე საუბარი გამორიცხულია

აღმოჩნდა, რომ ყველა ის მეტალი, რომლებზეც აპელირებდა მსჯავრდებულ სააკაშვილის მხარე, არის აბსოლუტურ ნორმაში სისხლში და, შესაბამისად, აქ რაიმე სახის მოწამვლაზე საუბარი გამორიცხულია, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, კამპანია, რომელიც სააკაშვილის უკანონო თავისუფლებასა და სახელმწიფოს დაზარალებას ისახავდა მიზნად, კრახით დასრულდა.

„აღმოჩნდა, რომ ყველა ის მეტალი, რომლებზეც აპელირებდა მსჯავრდებულ სააკაშვილის მხარე, არის აბსოლუტურ ნორმაში სისხლში და, შესაბამისად, აქ რაიმე სახის მოწამვლაზე საუბარი გამორიცხულია. ის, ასევე, გასინჯეს უცხოელმა ექსპერტებმა, რომლებიც შემდგომ მონაწილეობდნენ მის სასამართლო პროცესში და როდესაც მათ მიერ აღებული ნიმუშები გაიგზავნა ერთ-ერთ ამერიკულ ლაბორატორიაში, იქ მითითებული მონაცემებიც კი, საბოლოო ჯამში, აღმოჩნდა ნორმის ფარგლებში. სწორედ ამ ამერიკული ლაბორატორიის ანალიზების მიხედვითაც აღმოჩნდა, რომ ყველა მონაცემი იყო ნორმაში და მათ შორის, ნორმის ქვედა ზღვართან. მთელი ეს ისტორია მიუთითებს ნათლად იმ გარემოებაზე, რომ სახელმწიფოს წინააღმდეგ წარმოებული მილიონ დოლარიანი კამპანია დასრულდა კრახით. მილიონ დოლარზე მეტია დახარჯული მთელ ამ კამპანიაზე, რომელიც მიზნად ისახავს მხოლოდ და მხოლოდ ერთადერთ რამეს, რომ რაიმე სახით სააკაშვილმა მოიპოვოს უკანონოდ თავისუფლება და ამავდროულად, დააზარალოს სახელმწიფო. ჩვენი თითოეული სიტყვის უკან არის მტკიცებულება, ხოლო მათი თითოეული ქმედების უკან არის ძალიან დიდი სიცრუე და ცილისწამება, რაც არაერთხელ დადასტურდა მრავალი ფაქტით“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ “რუსთავი 2“-ის გადაცემაში.

ამასთან, იუსტიციის მინისტრმა საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დაცვის მხარის მიერ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში შეტანილ სარჩელთან დაკავშირებითაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ევროპულ სასამართლოს იუსტიციის სამინისტროსთან კომუნიკაცია ჯერ არ ჰქონია.

„დაცვის მხარემ შეიტანა სარჩელი და ვიდრე სასამართლო ჩვენ არ გაგვიზიარებს ამ დოკუმენტაციას, ჩვენ არ გვაქვს შინაარსის შესახებ რაიმე სახის წინასწარი ინფორმაცია. როდესაც გვექნება, პრობლემა არ არის, ამ საკითხებზე, ისევე, როგორც ნებისმიერ სხვაზე, ჩვენ ყოველთვის მზად ვართ, ვისაუბროთ“, - აცხადებს იუსტიციის მინისტრი.

ნიკოლოზ  ვაშაკიძე - მთელი ინტრიგა იმის გარშემო ტრიალებს, რას გადაწყვეტს აშშ - შეეცდება, დაალაგოს თანამშრომლობა „ოცნებასთან“, როგორც უალტერნატივო პოლიტიკურ ძალასთან, თუ ხელი შეუწყოს ხელისუფლების ცვლილებას
ქართული პრესის მიმოხილვა 26.02.2026
პროექტის მართვა: უნარი, რომელიც ყველა გუნდს სჭირდება
Galaxy Unpacked 2026: ახალი AI სმარტფონი, რომელიც ყოველდღიურობას კიდევ უფრო მარტივს გახდის
„კარფურში“ დიდი ბრენდ ფესტივალი დაიწყო
2 წელი რობოტული ქირურგიის დანერგვიდან ქარაზანაშვილის რობოტულ ცენტრში - ინოვაცია, რომელმაც რეგიონის სამედიცინო რეალობა შეცვალა
CashBack-ის და Mastercard-ის საგაზაფხულო შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებს
„ვისოლმა“ „საქართველოს ბანკის“ მომხმარებლებისთვის სპეციალური ფასდაკლება შექმნა
თბილისის ბრიტანული საერთაშორისო სკოლა მოსწავლეების დასაფინანსებლად საგრანტო კონკურსს აცხადებს
28 თებერვალი - განსაკუთრებული შეთავაზებები extra.ge-ზე