შალვა პაპუაშვილი - როცა ერთ სანგარში ქართველი და ამერიკელი ჯარისკაცები მხარდამხარ იბრძოდნენ, ვფიქრობ, ეს პარტნიორობა იმსახურებს იმას, რომ ჩვენ არ ჩაგვაყენონ ვიქტორინის მდგომარეობაში და არ გამოვიცნოთ რებუსი

მიუღებელია, როდესაც ხდება პიროვნული შეტევა საქართველოს მოქალაქეებზე და განსაკუთრებით, ქართველ მოსამართლეებზე. როდესაც ხდება მათი სტიგმატიზება, როგორც კორუმპირებული მოსამართლეების ისე, რომ ერთი ფაქტი და მტკიცებულება არ არის დასახელებული, რაც აბსოლუტურად მიუღებელია, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, ამერიკელი და ქართველი ხალხის პარტნიორობა და მეგობრობა იმსახურებს იმას, რომ თუკი არსებობს ბრალდება მოსამართლეების წინაშე, წარდგენილი იქნას მტკიცებულებები.

მისი თქმით, არ შეიძლება სტრატეგიულმა პარტნიორმა ჩაგვაყენოს ვიქტორინის მდგომარეობაში.

,,როდესაც ასეთი მძიმე ბრალდებების წაყენება ხდება ჩვენი მოქალაქეებისათვის, მეგობარი ქვეყნის მხრიდან, და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი თავს ვალდებულად არ თვლის, რომ საქართველოს მოქალაქეებს წარუდგინოს მტკიცებულებები, საქართველოს მოქალაქეები ასეთ დამოკიდებულებას პარტნიორების მხრიდან არ იმსახურებენ.

არის საუბარი ღია წყაროებზე, შესაბამისად, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ არის საუბარი მედიაში გაჟღერებულ გარკვეულ საკითხებზე. სტრატეგიული პარტნიორობა, ურთიერთობა და პატივისცემა გულისხმობს იმას, რომ როდესაც პარტნიორი ჩვენს მოქალაქეს უწოდებს კორუმპირებულს, არ შეიძლება მან ჩაგვაყენოს, ვიქტორინის მდგომარეობაში. როდესაც ჩვენ უნდა გამოვიცნოთ თუ რა შეიძლება ყოფილიყო ამის მიზეზი. იცით რომ, მათ შორის, ყოფილ მოსამართლეზეა საუბარი და რთულია ვიფიქროთ, რა პერიოდზეა საუბარი. შეგვიძლია, ვივარაუდოთ და ათვლის წერტილად ავიღოთ ის პერიოდი, როდესაც ამ კონკრეტულმა ადამიანებმა დაიწყეს სასამართლო სისტემაში მუშაობა. შეიძლება, ეს იყოს 10-15-20-წლიანი პერიოდი და ჩვენ 20-წლიანი პერიოდის ალმანახებს ვერ შევისწავლით, რაზე შეიძლება, იყოს საუბარი? ამერიკელ ხალხს ქართველი ხალხი კეთილსინდისიერად აჩვენებდა საკუთარ პარტნიორობას, მათ შორის, ცხელ წერტილებში. 30-ზე მეტი ქართველი ჯარისკაცი დავკარგეთ ერაყსა და ავღანეთში, ჩვენი 20 ათასზე მეტი ჯარისკაცი მონაწილეობას იღებდა სხვადასხვა ცხელ წერტილში და 300-ზე მეტი დაჭრილი გვყავდა. ვფიქრობ, როდესაც ერთ სანგარში ქართველი და ამერიკელი ჯარისკაცები მხარდამხარ იბრძოდნენ, ეს პარტნიორობა იმსახურებს იმას, რომ ჩვენ არ ჩაგვაყენონ ვიქტორინის მდგომარეობაში და არ გამოვიცნოთ რებუსი“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა „საზოგადოებრივ მაუწყებელთან“.

ბუნდესტაგის წევრი რობინ ვაგენერი - ჩვენ არ გვსურს საქართველოს მოსახლეობის დასჯა, თუმცა ცხადად ვაცხადებთ, რომ ამ კურსით არ იქნება ევროკავშირში გაწევრიანება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.10.2024
ვახტანგ ძაბირაძე - თუ  არჩევნების შემდეგ რუსეთს საქართველოში სიტუაციის არევა აწყობს, იგი ამის გაკეთებას შეეცდება, მას ამისთვის სამხედრო ძალის შემოყვანა არ დასჭირდება, აქ მეხუთე კოლონა საკმაოდ ძლიერი ჰყავს
„ბიბლუსში“ გიორგი კეკელიძის წიგნის „დედა და ილია“ საჯარო წარდგენა გაიმართება
Samsung-ის ფესტივალი დაიწყო - განაახლე ტექნიკა საუკეთესო შეთავაზებით
თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზნესისთვის, რომელიც დროს და რესურსებს დაგიზოგავს
„სილქ დეველოპმენტი“ ბათუმის შუაგულში ახალ პროექტს აანონსებს
„ბანკი ქართუს“ მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - ბოლნისში თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო გაიხსნა
კოლიერსის გუნდის შეფასება და ლოპოტა სპა რეზორტის  ახალი ეტაპი