რამაზ საყვარელიძე - ოპოზიციას თავისებური კრიზისი აქვს, ახლა კეზერაშვილის საქმე დაემატა

პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე მიიჩნევს, რომ ოპოზიციას თავისებური კრიზისი აქვს და ახლა ამ ყველაფერს თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის საქმე დაემატა. როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „ნიუსრუმი“ აღნიშნა, ცოტა ხნის წინ მოსამართლეებს იცავდა „ქართული ოცნება“, ახლა კი კეზერაშვილს იცავს „ნაციონალური მოძრაობა“.

„ცოტა ღიმილის მომგვრელიც კი არის. „ღმერთი იცინოდაო“ ქართველი ამბობს ძალიან ხშირად, ცოტა ხნის წინ მოსამართლეებს იცავდა „ქართული ოცნება“, ახლა კეზერაშვილს იცავს „ნაციონალური მოძრაობა“. ეს ზრდის დისტანციას ამომრჩეველსა და მთლიან პოლიტიკურ ელიტას შორის. ნაპრალი, რაც მგონი 60%-ით იზომებოდა ლამის ბოლო ხანებში, უარესად შეიძლება გაიზარდოს. ამ რაოდენობით ნიჰილისტების გაზრდის ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება ასეთი შემთხვევები იყოს“,-განაცხადა საყვარელიძემ.

ის არ გამორიცხავს, რომ დავით კეზერაშვილს სავარაუდო თაღლითურ სქემაში მფარველები უცხოეთში ჰყოლოდა.

„ჩემთვის უფრო უცხოეთში გაჩენილი მფარველობა არის სავარაუდო იმიტომ, რომ სივრცე იქ არის, დასავლეთის სივრცეა. აქ დაიწყო ეს პროცესი, მაგრამ შემდეგ ინერცია იქ აიღო. ფაქტია, ადრეც იყო ეს თემა მსჯელობის საგანი და კეზერაშვილი განაჩენს გადარჩა. ე.ი უცხოეთში მის სასარგებლოდ რაღაც მექანიზმები მუშაობდა. „ძაღლის თავი“ იმხელაა, აქაც შეიძლება იყოს და იქაც“, - განაცხადა საყვარელიძემ.

მისი შეფასებით, ეს თემა შესაძლოა, „ნაციონალური მოძრაობისთვის“ მნიშვნელოვანი ზიანის მომტანი იყოს.

„თუ "ნაციონალური მოძრაობის“ ფინანსური საყრდენი კეზერაშვილი იყო, ამ საყრდენის გამოცლა, ნებისმიერ პარტიას დააზარალებს. მიმაჩნია, რომ მორალური ნაწილი უკვე წაგებული იყო მას შემდეგ, რაც კეზერაშვილი ამოტივტივდა “,-განაცხადა საყვარელიძემ.

ის ფიქრობს, რომ სხვა ოპოზიციური პარტიებისთვის, „ნაციონალური მოძრაობა“, როგორც კონკურენტი ძალა, შესუსტდება.

„ცხადი გახდა, რომ მარტის მოვლენები ოპოზიციის მხარდამჭერი მოვლენები არ იყო. ოპოზიციის მხარდაჭერა გამოჩნდა 9 აპრილის აქციაზე. ოპოზიციას თავისებური კრიზისი აქვს, ახლა უბრალოდ, კეზერაშვილის საქმე დაემატა. ეს იმას ნიშნავს, რომ ოპოზიცია უნდა დაფიქრდეს, რას აპირებს“, - განაცხადა საყვარელიძემ.

გარდა ამისა, მან აშშ-ის მხრიდან 4 მოსამართლის დასანქცირებაც შეაფასა და აღნიშნა, რომ მოსამართლეების თემა „ქართულმა ოცნებამ“ თავსატეხად ტყუილად გაიხადა.

„თავიდანვე მიმაჩნდა, რომ მოსამართლეების თემა „ქართულმა ოცნებამ“ თავსატეხად ტყუილად გაიხადა. სულ რომ აშშ-ს ხმა არ ამოეღო, პრობლემური თემა იყო და მოჰყვება ეს პრობლემური თემა „ქართულ ოცნებას“. რაში სჭირდება „ქართულ ოცნებას“ მოსამართლეების ამ ჯგუფიდან თავის ატკივება, ჩემთვის ისევე გაუგებარია, როგორც „გამჭვირვალობის კანონით“ თავის ატკივება იყო გაუგებარი. „ქართული ოცნება“ თავის ატკივებებს ახერხებს და თვითონ იგონებს. ჩემთვის მოსამართლეებთან მიმართებით მკაფიო პოზიცია არის ის, რომ ეს საკითხი აქამდე არ უნდა მოსულიყო. რადგან მოვიდა, მერე უკვე ღარიბაშვილის პოზიციაც გასაგებია, ქვეყნის რენომეს იცავენ. სხვა ქვეყანა რომ გეუბნება, შენთან ამას ვსჯიო, ეს თავმოყვარეობის საკითხიც არის. ყველა ქვეყანა დაიცავდა თავის მოქალაქეებს“,-განაცხადა საყვარელიძემ.

სერგი კაპანაძე - „ქართული ოცნების“ მიმართ ევროპაში დამოკიდებულება აღარ შეიცვლება და ახლა ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ, გვინდა თუ არა ისეთი ხელისუფლება, რომელიც ქვეყანას იზოლაციისკენ მიაქანებს
ქართული პრესის მიმოხილვა 07.10.2024
წინანდლის მამულში „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმი წარმატებით ჩატარდა
Gebrüder Weiss-ი თბილისში არსებულ ლოგისტიკურ ცენტრს აფართოებს
ახალი მედიკამენტების კვლევა და განვითარება GM PHARMA-ში
კახა ოქრიაშვილი - მთავრობამ საერთოდ ხელი რომ არ გაანძრიოს, ჩვენი ეკონომიკური ზრდა 14-17%-მდე მაინც უნდა იყოს, რადგან ეს ემიგრანტების მიერ ჩამორიცხული ფულია - ისინი კი ახერხებენ, რომ ზრდა თითქმის ორჯერ ნაკლებია
„ვენდისის“ ქართული რესტორნის მენეჯერი „ვენდისის“ საერთაშორისო კონვენციაზე მსოფლიოს 5 საუკეთესო მენეჯერთა შორის აღიარეს
დაბა აგარაში მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის კონცერტი გაიმართა
ყოველწლიური საქველმოქმედო გარბენი დაჭრილ მებრძოლთა მხარდასაჭერად
განათლების მინისტრი ალექსანდრე წულაძე თბილისის 211-ე და 215-ე საჯარო სკოლებს ეწვია
ავტოინდუსტრიის წამყვანი კომპანიების წარმომადგენლები „სოკარის“ ნავთობბაზას სტუმრობდნენ