ვახტანგ კაპანაძე პენტაგონიდან საიდუმლო დოკუმენტების გაჟონვის საკითხზე - თუკი ვინმეს აწყობდა ამ ინფორმაციის შემოტანა, ეს არის რუსეთი

თუკი ვინმეს აწყობდა ამ ინფორმაციის შემოტანა - ეს არის რუსეთი, - ამის შესახებ გენშტაბის ყოფილმა ხელმძღვანელმა, „ჯეოქეისის“ ექსპერტმა ვახტანგ კაპანაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“, პენტაგონიდან საიდუმლო დოკუმენტების გაჟონვის საკითხზე საუბრისას განაცხადა.

მისი შეფასებით, არ არის გამორიცხული, რომ რუსებმა აღნიშნული დოკუმენტები საჯაროდ ამერიკელების საჩვენებლად გამოიტანეს, რომ მათ ეს უკვე იციან.

„უდავოდ საქმე გვაქვს გაჟონვასთან. შეიძლება ითქვას, რომ გამოსული ინფორმაცია შედგება სამი ფენისგან. ერთი ფენაა რეალურ ფაქტებზე დაფუძნებული საიდუმლო დოკუმენტები, მეორე ფენაა ღია წყაროებში არსებული ინფორმაციები და ვარაუდები, რომლებიც ისედაც გვხვდებოდა და მესამე ფენაა აბსოლუტურად სრული „ფეიკები“.

ფაქტი, რომ ამაზე ამერიკამ დაიწყო გამოძიება, მიუთითებს იმას, რომ ძალიან სერიოზულად მოეკიდა ამერიკული მხარე ამას და არ მგონია, რომ ეს იყოს საგანგებოდ შემოგდებული ინფორმაცია. თუკი ვინმეს აწყობდა ამ ინფორმაციის შემოტანა - ეს არის რუსეთი, რადგან მას ჰქონდა მცდელობა ჩაეგდო დაპირისპირება მოკავშირეებს შორის, ეჩვენებინა უკრაინის სისუსტე. გამოჩნდა, რომ ამერიკას რუსეთში საკმაოდ ღრმად ჰქონდა აგენტურული ინფორმაციის მოპოვება.

ამერიკის მხრიდან ეს არავითარ შემთხვევაში არ იქნებოდა იმიტომ, რომ აქ კარგად ჩანს, რომ ეს ინფორმაცია რუსეთის შტაბებიდან, ძალიან სიღრმიდან გამოდის და ის, რომ ეს ინფორმაცია გამოდის და რა ინფორმაცია გამოდის, ეს არის ინდიკატორი იმ კონტრდაზვერვისთვის, რომელსაც შეუძლია გავიდეს ამ ინფორმაციის მომპოვებელზეც და ეს ამერიკელებს არც ერთ ვარიანტში არ აწყობთ. არ არის გამორიცხული, რომ ვინაიდან რუსებს ეს ინფორმაცია ხელში ჩაუვარდათ, გამოიტანეს, რადგან თუნდაც ამერიკელებისთვის ეჩვენებინათ, რომ ჩვენ ამას ვაკონტროლებთ და ჩვენ ეს უკვე ვიცით. ვარიაციები ძალიან ბევრია“, - განაცხადა ვახტანგ კაპანაძემ.

ბუნდესტაგის წევრი რობინ ვაგენერი - ჩვენ არ გვსურს საქართველოს მოსახლეობის დასჯა, თუმცა ცხადად ვაცხადებთ, რომ ამ კურსით არ იქნება ევროკავშირში გაწევრიანება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.10.2024
ვახტანგ ძაბირაძე - თუ  არჩევნების შემდეგ რუსეთს საქართველოში სიტუაციის არევა აწყობს, იგი ამის გაკეთებას შეეცდება, მას ამისთვის სამხედრო ძალის შემოყვანა არ დასჭირდება, აქ მეხუთე კოლონა საკმაოდ ძლიერი ჰყავს
„ბიბლუსში“ გიორგი კეკელიძის წიგნის „დედა და ილია“ საჯარო წარდგენა გაიმართება
Samsung-ის ფესტივალი დაიწყო - განაახლე ტექნიკა საუკეთესო შეთავაზებით
თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზნესისთვის, რომელიც დროს და რესურსებს დაგიზოგავს
„სილქ დეველოპმენტი“ ბათუმის შუაგულში ახალ პროექტს აანონსებს
„ბანკი ქართუს“ მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - ბოლნისში თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო გაიხსნა
კოლიერსის გუნდის შეფასება და ლოპოტა სპა რეზორტის  ახალი ეტაპი