მაინტერესებს, ამ ყველაფრის შემდეგ უფრო მეტად კეზერაშვილი გამდიდრდება, თუ ივანიშვილი, ამით ქართველმა ხალხმა რა სარგებელი უნდა ნახოს?! - ამის შესახებ პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერი, დავით ჭიჭინაძე აცხადებს.
მისივე თქმით, ყველას ავიწყდება, რომ თუ ფულში შეჯიბრი მიდის, ფულში ბიძინა ივანიშვილს ვერავინ აჯობებს.
„ფულიანი ადამიანების შეჯიბრი ქართველებს მოუწყვეს. ქვეყანა კი პოლიტიკურ ბაზრად აქციეს, პოლიტიკურმა “პროსტიტუტებმა“, მაგრამ ყველას ავიწყდება, რომ თუ ფულში შეჯიბრი მიდის, ფულში ბიძინა ივანიშვილს ვერავინ აჯობებს. თანაც, მიუხედავად იმისა, რომ ყველაზე ამორალურ სუბიექტებთან პარტნიორობს, მთავარი ვიოლინოდ, მაინც თვითონ რჩება და ფულის შოვნის საშუალებასაც მხოლოდ თავად იძლევა. მოკლედ, პოლიტიკური თამაშიც არა, რაღაც ღლაბუცია, რაც ახლა ხდება. მაინტერესებს, ამ ყველაფრის შემდეგ კეზერაშვილი გამდიდრდება უფრო მეტად, თუ ივანიშვილი, ამით ქართველმა ხალხმა რა სარგებელი უნდა ნახოს?! ისე, "ქოლ - ცენტრები" მარტო თბილისში კი არა, ყაზახეთშიც აქვთ და ეს ცნობილი ფაქტია“, - განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.