ნებისმიერი ოპოზიციონერი დეპუტატის არმოსვლა 18 აპრილს სხდომაზე და ღილაკზე არდაჭერა ნიშნავს, რომ ის გადავიდა „ქართულ ოცნებაში“, ძალიან მომწონს ის ამბავი, რომ ლუსტრაციის 18 აპრილი იქნება, - ამის შესახებ „გირჩის“ დეპუტატმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა 18 აპრილის სხდომაზე საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით დაანონსებულ კენჭისყრას.
მეგრელიშვილი აღნიშნავს, რომ ეს დღე იქნება ლუსტრაცია, თუ ვინ არის ოპოზიციონერი.
„საგამოძიებო კომისიას რაც შეეხება, ამერიკული სანქციის სახით ძალიან მნიშვნელოვანო საფუძველი გვაქვს, ჩვენც გვაინტერესებს ოპოზიციას, რა ხდება სასამართლოში და ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე ერთ-ერთი, რაც უნდა მოვაგვაროთ, ეს არის სასამართლო სისტემის პრობლემა. ის, რომ ეს კომისია შეიქმნებოდა, ამაში ძალიან ეჭვი მეპარებოდა მაშინაც, როცა პირველად შევხვდით და ეჭვ მქონდა, არ მეგონა ნამდვილად, რომ ეს ხაბეიშვილი და წითლიძე იქნებოდნენ, მაგრამ მეგონა, რომ ვიღაც „ნაციონალური მოძრაობიდან“ ამას გამოაკლდებოდა. ახლა იმხელაზეა აწეული ტემპერატურა, რომ წარმოიდგინეთ, ნებისმიერი ოპოზიციონერი დეპუტატის არმოსვლა ამ სხდომაზე და ღილაკის არდაჭერა ნიშნავს, რომ ის გადავიდა „ქართულ ოცნებაში”, ამიტომ ძალიან მომწონს ის ამბავი, რომ ლუსტრაციის 18 აპრილი იქნება ეს სხდომა. დავინახავთ, ვინ არიან ოპოზიციაში“, - განაცხადა მეგრელიშვილმა.
მეგრელიშვილი გამოეხმაურა BBC-ის გამოძიებასაც, როგორ მან აღნიშნა, კარგია, რომ ეს ყველაფერი არჩევნების წინ არ მოხდა, რადგან შესაძლოა, ოპოზიციური სპექტრი ჩამონგრეულიყო.
როგორც დეპუტატი ამბობს, საბოლოო ჯამში, მოუწევთ გადაწყვეტილების მიღება რომ კეზერაშვილისგან დისტანცირდნენ და ეს იმ ადამიანების ინტერესში უნდა იყოს, რომლებიც კეზერაშვილის მიღმა ხედავენ საკუთარ თავს პოლიტიკაში.
„ეს როგორ არის იცით? - 2012 წლის არჩევნების დროს, მიუხედავად იმისა, რომ ყველამ ვიცოდით ციხეებში ადამიანის უფლებების კუთხით მძიმე მდგომარეობაზე, მაგრამ როცა კადრები ვნახეთ, სხვანაირი ეფექტი გამოიწვია ამან. დაახლოებით, ასეთი შინაარსის არის როგორც მოსამართლეთა დასანქცირება ამერიკელების მიერ, ისე BBC-ის გამოძიება. ერთი ქართული ოცნების პრობლემაა, მეორე ოპოზიციის მნიშვნელოვანი ნაწილის. BBC-ის ეს სტატია, ვიდრე საწინააღმდეგო დამტკიცებული არ არის და სათითაო პასუხი გაცემულა არაა, მე შემიძლია ეს მოვიღო როგორც ჩემი ეჭვების დადასტურება. როცა ვამბობ, რომ სანქცირება „ქართული ოცნების“ პრობლემაა და BBC-ის გამოძიება - ოპოზიციის, ეს ორი რამ ერთიანდება იმ ნაწილში, რომ არ შეიძლება ოპოზიცია ასე იქცეოდეს, როგორც იქცევა თუ არ თანამშრომლობს მმართველ ძალასთან, მე არ ვგულისხმობ ყველა პოლიტიკოსს, ვგულისხმობ „ნაციონალურ მოძრაობაში“ მთავარ გადაწყვეტილებების მიმღებებს, რომლებიც თავმჯდომარის ცვლილებების შემდეგ სხვა ადამიანები არიან. სულ „ბლეიმ გეიმი“ იყო, სულ ბრალდებები და ოპოზიციის სხვა ძალების დადანაშაულება იმაში, რასაც სინამდვილეში ეს ხალხი თვითონ აკეთებდა დიდი ხნის განმავლობაში. ეს ამბავი, რაც ახლა ხდება 2024 წლის არჩევნების წინ რომ მომხდარიყო, სრულიად განსხვავებულ სიტუაციაში შეიძლება აღმოჩენილიყო სიტუაცია, შეიძლება ჩამონგრეულიყო მთელი ოპოზიციური სპექტრი. ის მოხდა კარგი, რომ ეს ხდება წელიწადნახევრით ადრე არჩევნებამდე და შესაძლებელია, რომ ოპოზიცია ჯერ დაინგრეს, მაგრამ ამის შემდეგ ახალი კონსტრუქცია აშენდეს“, - განაცხადა მეგრელიშვილმა.