გიორგი ცაგარეიშვილი - მას შემდეგ, რაც სააკაშვილის მოწამვლის ბოდვითი თეორია ჩაფლავდა, მისმა ოჯახმა, ადვოკატებმა და თანაპარტიელებმა ახალი ტაქტიკა აირჩიეს - დაიწყეს მისთვის ჯილდოების შეგროვება მთელს მსოფლიოში

მას შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილის მოწამვლის ბოდვითი თეორია ჩაფლავდა და ლიმბახის დასკვნის საფუძველზე ამას წერტილი დაესვა, სააკაშვილის ოჯახმა, ადვოკატებმა და თანაპარტიელებმა ახალი ტაქტიკა აირჩიეს - დაიწყეს მისთვის ჯილდოების შეგროვება მთელს მსოფლიოში, - ამის შესახებ ჟურნალისტებს უმრავლესობის დეპუტატმა გიორგი ცაგარეიშვილმა განუცხადა.

ცაგარეიშვილის თქმით, ოჯახებისთვის, ვინც სააკაშვილის მმართველობის პერიოდში ფიზიკურად და მორალურად განადგურდა, ვერავითარი შვება იქნება, მას ორ ჯილდოს მიანიჭებენ თუ - ათს.

მისი შეფასებით, „საქართველოში ყველამ ძალიან კარგად იცის, თუ ვინ არის სააკაშვილი“.

„როგორც ჩანს, ამ პრიზებს პალატაში განათავსებენ, რათა ეს ადამიანი იმ ცრუხიბლით დატკბეს, რომელშიც 2004 წლიდან არის ჩავარდნილი. სააკაშვილი საკუთარი თავისგან სწორუპოვარ გმირს ქმნიდა და თავი მართლა პრომეთე ეგონა, რომელიც ჯერ თამარ მეფის ხიდთან მიაჯაჭვა, ხოლო შემდეგ მოიპარა და ბორჯომში გადახვეწა. ახლა ვარშავიდან მისი მშობელი ჯილდოდ ჩამოუტანს. ამით მისი კასტის და დაჯგუფების წევრები სავარაუდოდ, გაიხარებენ, მაგრამ ეს არაფერს ცვლის“, - განაცხადა ცაგარეიშვილმა.

საქართველოს მესამე პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს პოლონეთმა პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკის სახელობის „პრომეთეს“ ჯილდო გადასცა. ჯილდო სააკაშვილის დედას გიული ალასანიას გადასცეს. ცერემონია ვარშავაში, სმოლენსკის ტრაგედიის 13 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე გაიმართა.

სერგი კაპანაძე - „ქართული ოცნების“ მიმართ ევროპაში დამოკიდებულება აღარ შეიცვლება და ახლა ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ, გვინდა თუ არა ისეთი ხელისუფლება, რომელიც ქვეყანას იზოლაციისკენ მიაქანებს
ქართული პრესის მიმოხილვა 07.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მთავრობამ საერთოდ ხელი რომ არ გაანძრიოს, ჩვენი ეკონომიკური ზრდა 14-17%-მდე მაინც უნდა იყოს, რადგან ეს ემიგრანტების მიერ ჩამორიცხული ფულია - ისინი კი ახერხებენ, რომ ზრდა თითქმის ორჯერ ნაკლებია
„ვენდისის“ ქართული რესტორნის მენეჯერი „ვენდისის“ საერთაშორისო კონვენციაზე მსოფლიოს 5 საუკეთესო მენეჯერთა შორის აღიარეს
დაბა აგარაში მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის კონცერტი გაიმართა
ყოველწლიური საქველმოქმედო გარბენი დაჭრილ მებრძოლთა მხარდასაჭერად
განათლების მინისტრი ალექსანდრე წულაძე თბილისის 211-ე და 215-ე საჯარო სკოლებს ეწვია
ავტოინდუსტრიის წამყვანი კომპანიების წარმომადგენლები „სოკარის“ ნავთობბაზას სტუმრობდნენ
კომპანია „ახალი ნათება“ 25 წლის იუბილეს აღნიშნავს
SBC Summit-ის გლობალური შესაძლებლობა ქართული ბიზნესისთვის
საქართველოს სატრანზიტო პოტენციალი - განვითარების და ზრდის პერსპექტივები - „ჯიპიაი ჰოლდინგის“ მასშტაბური კონფერენცია გადამზიდავი კომპანიებისთვის
United Payment-მა რეგიონში პირველი ფინტექ გზავნილები დანერგა
როგორ მიიღოთ მწვანე ბარათი და იცხოვროთ ამერიკაში – შესაძლებლობა, რომელიც არ უნდა გამოტოვოთ