„ლელო საქართველოსთვის“ ლიდერები - ბადრი ჯაფარიძე, სალომე სამადაშვილი, დავით უსუფაშვილი, გრიგოლ გეგელია და ანა ნაცვლიშვილი საქართველოში საფრანგეთის ელჩს, შერაზ გასრის ხვდებიან.
როგორც გრიგოლ გეგელიამ შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებთან განაცხადა, ელჩს საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებას დეტალურად გააცნობენ.
"ეს არის პირველი შეხვედრა ახალ ელჩთან. ჩვენ მას გავაცნობთ ძალიან წვრილად და დეტალურად საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებას და ასევე, გვექნება საუბარი საქართველოს ევროპულ ინტეგრაციაზე. ჩვენ კიდევ ერთხელ გამოვხატავთ ჩვენს მხარდაჭერას კანდიდატობისადმი და აუცილებელი რეფორმებისადმი, რომელიც აუცილებლად უნდა გატარდეს, რადგან ჩვენმა ქვეყანამ შეძლოს და გახდეს ევროპული კავშირის კანდიდატი. გვექნება საუბარი პოლიტიზებულ მართლმსაჯულებაზე, გვექნება საუბარი ანტი დემოკრატიულ და მავნებლურ კურსზე, რასაც ეს ხელისუფლება ატარებს. ამის გარდა, მიმოვიხილავთ რეგიონს, უსაფრთხოების გამოწვევებს, რომელიც გააჩნია ჩვენს სახელმწიფოს და ასევე, ნატოში გაწევრიანების საკითხს", - განაცხადა გეგელიამ.