გიორგი ცაგარეიშვილი ოპოზიციაზე - 50 ადამიანი შესაძლოა არც სამშაბათის პლენარულ სხდომაზე აღმოჩნდეს - დასდევენ ერთმანეთს კარდაკარ, კურორტებზე ეძებენ, ათვალიერებენ "ფეისბუქებს", ემუდარებიან, რათა როგორმე შეიკრიბონ

როცა ოპოზიციის, მათ შორის საპარლამენტო ოპოზიციის სახე ლევან ხაბეიშვილია, შედეგი ყოველთვის ფატალური და გაუგონარი იქნება, სულ იქნება გაუგებრობა, ინფანტილიზმი და ჩავარდნილი საკითხები - ამიტომაც ჩაფლავდა პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი, - ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატმა გიორგი ცაგარეიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

ცაგარეიშვილის შეფასებით, ადამიანებმა ერთმანეთის გადათვლას, პლენარულ სხდომათა დარბაზში რამდენიმე წუთით გაძლებას ვერ მოაბეს თავი და ეს აღმოჩნდა დილემა ოპოზიციისთვის, რომელსაც ქვეყნის სათავეში უნდა მოსვლა.

"გამოჩნდა, რომ ამ ხალხს ელემენტარული არითმეტიკა და 50-მდე დათვლა არ სცოდნია. მათ ჩააფლავეს დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი. ახლა იმაზეც დარდობენ, რომ 50 ადამიანი შესაძლოა არც სამშაბათის პლენარულ სხდომაზე აღმოჩნდეს. ამიტომ დასდევენ ერთმანეთს კარდაკარ, საზღვარგარეთ სხვადასხვა კურორტებზე ეძებენ ერთმანეთს, ათვალიერებენ "ფეისბუქებს", მათ ახლობლებს უკავშირდებიან, ემუდარებიან, ეხვეწებიან, რათა როგორმე შეიკრიბონ", - ასეთია დეპუტატ გიორგი ცაგარეიშვილის პოზიცია მოსამართლეებთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნაზე პარლამენტის რიგგარეშე სხდომის გადადების თაობაზე.

იან კელი - აშშ-ს პრეზიდენტის მიღებაზე მიწვევას არ ვუუქმებთ მთავრობებს, რომლებსაც მეგობრად ვთვლით
ქართული პრესის მიმოხილვა 03.10.2024
კორნელი კაკაჩია - ანტიდასავლური და ანტიამერიკული რადიკალიზმით და საზოგადოების გამყოფი იაფფასიანი პოპულიზმით „ქართულმა ოცნებამ“ საკუთარი თავი, პრაქტიკულად, ჩიხში მოაქცია
4 და 5 ოქტომბერს წინანდლის მამული „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმს უმასპინძლებს
„მაკდონალდს საქართველოს“ უახლესი ეკო სტანდარტებით აღჭურვილი ორი ახალი რესტორანი შეემატა
საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერთა ასოციაციისა და კომპანია მონაცემთა დაცვის ოფიცრის დამფუძნებლებმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო კონგრესში მიიღეს მონაწილეობა